May 18, 2013

„ქართულ-ოსური მისია“ ულოცავს ბატონ გოჩა ძასოხოვს სენატორთა კლუბის პრეზიდენტად არჩევას






დღეს გაიმართა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) სესია, რომელმაც აირჩია ახალი პრეზიდენტი.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი გახდა ცნობილი სერბი მოჭიდავე ლალოვიჩი.

სესიამ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სენატორთა კლუბის პრეზიდენტად აირჩია ბატონი გოჩა ძასოხოვი.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სესიამ მადლიერება გამოხატა იმ ქართველი მოღვაწეების მიმართ, რომლებმაც ხელი მოაწერეს სპორტისა და პოლიმპიური კომიტეტის მეგობართა მშვიდობიან გზავნილს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ბატონ ჟაკ როგეს მიმართ.

რუსეთი დაინტერესებულია "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" გაუქმებით და არა კოსმეტიკური ცვლილებებით

 "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის შესატან ცვლილებებზე, "ინტერპრესნიუსი" პრემიერ-მინისტის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, ევროკავშირის ინიციატივით ბელგრადსა და პრიშტინას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე საქართველოს პრემიერი-მინისტრის განცხადებას დიდი ხმაური მოჰყვა. მიღწეული შეთანხმებით, სერბეთს კოსოვოს დამოუკიდებლობა ნამდვილად არ უღიარებია, ამიტომ გაუგებარია, რატომ გაჩნდა უმცირესობის ბრალდებებში ახალი ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთი აღიარების ალბათობის დაშვება. თუ სწორად გავიგე, ივანიშილმა მხოლოდ ის მოიწონა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგი დაიწყო. . .

May 17, 2013

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა შესაძლოა კიდევ ორმა ქვეყანამ აღიაროს

 
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა შესაძლოა კიდევ ორმა ქვეყანამ აღიაროს
უახლოეს დღეებში, მინიმუმ ერთი ქვეყნისგან მაინც, სამხრეთ ოსეთის აღიარებას უნდა ველოდოთ. ამის შესახებ, რუსეთის ფედერაციაში სამხრეთ ოსეთის "ელჩმა", დიმიტრი მედოევმა, რუსულ გამოცემა "ტრიბუნასთვის" მიცებულ ინტერვიუში განაცხადა.
ქვეყნების დასახელებისგან მან თავი შეიკავა, მიზეზად კი დიპლომატიური პროტოკოლი და მისი სტატუსი დაასახელა, თუმცა ჟურნალისტი პუტინის სიტყვებით "დაამშვიდა" – "თქვენ მოგეწონებათ".

May 8, 2013

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვეტერანებს და საქართველოს მოქალაქეებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 68-ე წლისთავი მიულოცა

E-mail Print
1-polit-2-a2-putinსაქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ვლადიმერ ძე პუტინმა ქართველ ხალხს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 68-ე წლისთავი მიულოცა:
"ძვირფასო ვეტერანებო! პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო! გულითადად გილოცავთ უდიდეს დღესასწაულს - გამარჯვების დღეს! ჩვენი ერები მხარდამხარ იბრძოდნენ ნაციზმის წინააღდმეგ, იცავდნენ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, მომავალი თაობების მშვიდობიანი ცხოვრების უფლებას. ჩვენ მუდამ მივაგებთ პატივს ჩვენს გმირებს, დავიცავთ სიმართლეს ომის შესახებ და წინააღმდეგობას გავუწევთ ისტორიის გაყალბების ყოველგვარ მცდელობას.
დარწმუნებული ვარ, რომ 1945 წლის გამარჯვების მაისის წმინდა მოგონება მომავალშიც გაგვაერთიანებს და რუსეთ-საქართველოს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუნებისთვის საიმედო საფუძველს შექმნის.
მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო დიდი სამამულო ომის ვეტერანებისადმი,  ვუსურვო მათ დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, საქართველოს მთელ მოსახლეობას კი - მშვიდობა და აყვავება", - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის მილოცვაში.

სამშაბათი, 07 მაისი 2013 12:48

რუსეთის უნივერსიტეტები ქართველ სტუდენტებს უფასო სწავლებას სთავაზობენ

E-mail Print
1-minist-obrazსაქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. როგორც „რია ნოვოსტის“ თბილისის ბიურო იუწყება, რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქართველ აბიტურიენტებს 2013–2014 წლებში რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლებას სთავაზობს. გარდა ამისა, შერჩეულ სტუდენტებს სახელმწიფო უფასო საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფს და სტიპენდიას გასცემს.
სტუდენტების შერჩევას აწარმოებს შესაბამისი უწყებათაშორისი კომისია, რომელიც გამარჯვებულ აბიტურიენტებს ტესტირებით გამოავლენს.
გარდა ამისა, ქართველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ მაგისტრატურასა და ასპირანტურაში ჩააბარონ.
როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, აბიტურიენტებს და სტუდენტებს შეუძლიათ საბუთები ჩააბარონ შვეიცარიის საკონსულოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაში, 2013 წლის 10 ივნისამდე – სტუდენტებმა, ხოლო 2013 წლის 15 ივლისამდე – მაგისტრატურაში და ასპირანტურაში ჩაბარების მსურველებმა.
რუსეთის ის უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ქართველ სტუდენტებს უმასპინძლებენ, 20 სხვადასხვა ქალაქში მდებარეობს.
მას შემდეგ, რაც რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაადასტურებს  სტუდენტის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას, მასზე რუსეთის ფედერაციის ვიზა გაიცემა.
 
 ოთხშაბათი, 08 მაისი 2013 18:14

May 6, 2013

მარინა კაჟაშვილი: აღდგომა გულდამძიმებულმა ციხეში გავატარე...


ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! გუშინდელი დღე ჩემთვის მეტად მძიმე იყო. ბოლო 23 წელია სააღდგომოდ ცხინვალში, ჩემი ძმის საფლავზე ვერ გავდივარ,რომელიც 1992 წელს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა 4 ბიჭთან ერთად, ცხინვალის მისადგომებთან. დარდი და ბოღმა მომერია კიდევ მერამდენედ... აი ესაა ჩაკეტილი ქართული საზღვრების ამბავი.რომ მევაჟკაცა, გამებედა და საზღვარი გადამეკვეთა, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, პასკით, წითელი კვერცხებითა და სანთლებით ხელში დამაკავებდნენ და სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ და რომელ იზოლატორში მოვხვდებოდი არ ვიცი. ამიტომ ცხინვალის სასაფლაოზე წასვლას ვამჯობინე ისევ ცხინვალელი პატიმრები მომენახულებინა ქართულ ციხეებში. გუშინდელი დღე არასოდეს არ დამავიწყდება, საფლავზე გასვლის ნაცვლად ციხეებში შევედი და მოვინახულე პატიმრები, ერთ-ერთი ასეთი პატრიმარი იყო ცხინვალიდან ოსი მარეკ დუდაევი, რომელსაც ჩვენმა შესვლამ ცხოვრების აზრი დაუბრუნა, გაიხარა ძალიან, ვისაუბრეთ დიდხანს. უდიდესი მადლობა შემოუთვალა უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, ასევე სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს. აღნიშნა , რომ რაც ახალი მთავრობა მოვიდა ამოვისუნთქე-ო, წლები დღის შუქი არ მინახავს-ო.მადლობა გადაუხადა ასევე წითელ ჯვარს, რომელიც შუამდგომლობას უწევს მის ოჯახს და საზღვრის გადმოკვეთის პრობლემა აღარ ექმნება და

May 5, 2013

ვლადიმერ პუტინის მილოცვა ქართველ ხალხს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოსახლეობის მიმართ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 68 წლისთავთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა.
"ძვირფასო ვეტერანებო! საქართველოს პატივცემულო მოქალაქეებო! გულით გილოცავთ უდიდეს დღესასწაულს - გამარჯვების დღეს. ჩვენი ერები, მხარდამხარ იბრძოდნენ ნაციზმის წინააღდმეგ, იცავდნენ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, მომავალი თაობების მშვიდობიანი ცხოვრების უფლებას. ჩვენ მუდამ პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, დავიცავთ ომის შესახებ სიმართლეს და ისტორიის გაყალბების ყოვლეგვარ მცდელობას შევეწინააღდმეგებით. დარწმუნებული ვარ, რომ 1945 წლის მაისში გამარჯვების წმინდა მოგონება მომავალშიც გაგვაერთიანებს და რუსეთ-საქართველოს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუნებისთვის საიმედო საფუძველს შექმნის. მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო დიდი სამამულო ომის ვეტერანებისადმი, დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ვუსურვო მათ. საქართველოს მთელს მოსახლეობას კი, მშვიდობა და აყვავება", - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მილოცვაში.

 05/05/13 15:26

May 4, 2013

,,ქართულ-ოსური მისია'' და "საქართველოს ხალხთა ასამბლეა" სააღდგომოდ მოინახულებენ დევნილ პატიმრებს...



„ქრისტესმიერო მეგობარო

„ქართულ-ოსური მისია“ და „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“  სიყვარულით  გილოცავთ
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად!  გიხაროდენ!
         სიკეთე თქვენს ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს,ერთად გახარებულნი გვენახეთ!

ჩვენ - ქართველებს, ოსებს, აფხაზებს, ერთმანეთის გარეშე, ერთმანეთის შენდობისა და  მიტევების გარეშე არ გვაქვს მომავალი.
          სიყვარული აგვამაღლებს!“



ამ მიმართვას ავრცელებენ ,,ქართულ-ოსური მისია''  და მისი თავმჯდომარე ბატონი რეზო ამაშუკელი,  „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ და მისი თავმჯდომარე ბატონი გოჩა ძასოხოვი  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით.
5 და 7 მაისს   მისიისა და ასამბლეის სახელით ცნობილი მოღვაწეები: რომან რურუა, პაატა ცნობილაძე,  ფერდინანდ ლორთქიფანიძე, მარინა კაჟაშვილი,  ინეზა იამანიძე, ნათია  ავსაჯანიშვილი, ვასილ კადინეცი, გიორგი გაგლოევი  საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მოინახულებენ დევნილ პატიმრებს, ასევე ეწვევიან არასრულწლოვანთა და ქალთა კოლონიას.
 მათთან ერთად პატიმრებს მოინახულებს  ამჟამად საქართველოში მყოფი ადამიანის  უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციიის EGFM -ის გერმანული სექციის

May 2, 2013

უცხოეთში მცხვრებ ქართველებში გაცილებით მეტის მოლოდინი იყო


თემურ შაშიაშვილის ვიზიტი კიევსა და სანქტ-პეტერბურგში

779
“თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა კიევსა და სანქტ-პეტერბურგში.
ვიზიტის ფარგლებში, თემურ შაშიაშვილი გუშინ კიევში შეხვდა უკრაინელ და უცხოელ ექსპერტებს, კიევის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. გაიმართა საქმიანი საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და „თეთრების“ ბოლო პერიოდის ინიციატივებთან დაკავშირებით.
აფასებს რა კიევის ქართული დიასპორის დამოკიდებულებას საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი, თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ როგორც ჩანს, კიევის ქართველობაშიგანწყობა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი ძირითადში პოზიტიურია,თუმცა არის უკმაყოფილება შედეგებით. როგორც ჩანს, და ეს არ არის მარტო კიევისქართველობის პოზიცია, მოლოდინი გაცილებით მეტის იყო, და კვლავ რჩება.
„თეთრების“ ლიდერის თქმით, შეხვედრების მონაწილეთაგან იყო ხაზგასმა, რომ  ახალი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნებისაგან“ არც განმარტებები და არც თავის მართლებაა საჭირო, ამ პერიოდში ბევრად მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ამის ინტელექტუალური დაყოველგვარი რესურსი ქვეყანას გააჩნია. ჩვენ ძალიან გვაწუხებს თვითკმაყოფილების ის განწყობა, რომელიც ძლიერდება ახალ ხელისუფლებაში და განსაკუთრებით, გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალაში.
“მიუხედავად ყველაფრისა,  კიევის ქართველობა დიდ მხარდაჭერას გამოხატავს ბატონი ბიძინა ივანიშვილისადმი და მოითხოვს მისგან „ნაციონალური მოძრაობის“ პარპაშის დასრულებას, მისი, როგორც დამნაშავე ორგანიზაციის გასამართლებას. შეხვედრის მონაწილეებმაც და ექსპერტებმაც გაიზიარეს მოსაზრება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე და მხარი დაუჭირეს „თეთრების“ ინიციატივით შედგენილ „სამართლიანობის მანიფესტს“ , – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.
თემურ შაშიაშვილის განმეორებითი შეხვედრა ქართულ დიასპორასთან შესაძლებელია შედგეს 4 მაისს, და თუ ის შედგება, მაშინ გაცილებით მეტი კიევში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე მიიღებს მასში მონაწილეობას. ამ ეტაპზე ერევანში დანიშნული ასეთივე შეხვედრა გადაიდო და სავარაუდოდ იგი მასიის შუა რიცხვებში შედგება.
დაგეგმილია „თეთრების“ ლიდერის ვიზიტი პეტერბურგშიც, სადაც ის, როგორც პეტერბურგის სამეფო თეატრის მეგობართა საზოგადეობის წევრი, დაესწრება მარიინის ახალი საოპერო თეატრის გახსნას, რომელიც 2 მაისს შედგება, და რომლის გახსნის ცერემონიალზე მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. თემურ შაშიაშვილი ასევე დაესწრება პეტერბურგის სამეფო თეატრის ხელმძღვანელის, ვალერი გერგიევის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს.
„მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ოსთა დიასპორასთან მქონია შეხვედრა და ყველა _big_1351688222_resizeმათგანი იყო უაღრესად თბილი და შთამბეჭდავი, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი, – მე დღესაც სრული რწმენით ვამბობ, რომ ჩვენ, ქართველებს,ოსებს და აფხაზებს ერთმანეთის გარეშე არ გვაქვს მომავალი. პეტერბურგში ჩავდივარ, ჩემი მეგობრის, ვალერი გერგიევის მიწვევით. დიდი სურვილი მაქვს, მას პირადად მივულოცო იუბილე და  გავიზიარო  კულტურის მოღვაწეთა დიდი სიხარული ახალი უნიკალური  საოპერო თეატრის გახსნის გამო. ვალერი გერგიევი -უდიდესი ხელოვანი, დღეს მთელი მსოფლიოს კუთვნილება,პლანეტარული აზროვნების კაცი, რომელზეც ამერიკაში პეტერბურგის ოპერისა დაბალეტის თეატრის სამკვირიანი გასტროლების შემედეგ, ამერიკის პრესაში ასეთიშეფასება გაკეთდა : “სხვა სამყაროს მუსიკა“. როცა ბატონი ვალერი ცხინვალში ჩავიდა,თქვა: „მე აქ იმიტომ არ ვარ , რომ ოსები უკეთესები ვართ, ვიდრე ქართველები… მე აქვარ იმიტომ, რომ წინ აღვუდგე ომს კავკასიაში, ომს მოძმე ერებს შორის, ომსქართველებსა და ოსებს შორის.“ მე ვიცი, როგორ უყვარს გერგიევს საქართველო დაქართველი ხალხი. მწამს და მჯერა, ამას დრო დაადასტურებს. მე ვამაყობ მათთანმეგობრობით., – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი
პეტერბუგში თემურ შაშიაშვილი შეხვდება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მცხოვრები ოსთა დიასპორის წარმომადგენლებს, დაგეგმილია შეხვედრები პეტერბურგში მცხოვრებ აფხაზებთან და პეტერბურგის ქართველობასთან. შესაძლოა შედგეს „თეთრების“ ლიდერის შეხვედრა „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტთან, გოჩა ძასოხოვთან.
თემურ შაშიაშვილი ვრცლად შეეხო რუსეთსა და ზოგადად უცხოეთში მცხოვრები ქართველების პრობლემას. და მათ ჩართულობას საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი
„პეტერბურგში ვსწავლობდი და ყოველთვის მეამაყებოდა, რომ აქ მცხოვრებ ქართველებში დიდი ქართული განწყობა იყო. ბოლო პერიოდმა ეს გააძლიერა. ვიცნობ პიტერში  მცხოვრებ მსოფლიოში  სახელგანთქმულ  უამრავ ქართველს რომელთა მხარდაჭერა და გვერდში დგომა ძალიან სჭირდება დღეს საქართველოს.
საერთოდ, რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში მცხოვრები ქართველების, საქართველოს მოქალაქეების, განსაკუთრებით მეცნიერების, კულტურის მოღვაწეების, მედიცინის მუშაკების, ბიზნესის წარმომადგენლების ჩართვა დიდ ქართულ პროცესში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.
იმის დაუფასებლობა და თუნდაც შეუფასებლობა, რაც „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ შექმნით შეძლო მოღვაწე კაცმა, ბატონმა გოჩა ძასოხოვმა, ვფიქრობ, დანაშაულის ტოლფასია. სულ ერთი ხელის ხუთი თითია საჭირო, იმ ბიზნესმენთა ჩამოსათვლელად, რომელთაც საქართველოსათვის, განსაკუთრებით სპორტის, კულტურისა და მეცნიერებისათვის მრავალი სიკეთე გააკეთეს. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ხუთეულში თავისი ნაღვაწით,  საქართველოსადმი განწყობით, ბატონი გოჩა ძასოხოვიც შედის. საქართველოს მოსახლეობისადმი დაახლოებით ნახევარი წლის წინ  გაკეთებული უაღრესად ადამიანური და შთამბეჭდავი მიმართვის სათაურიც ბევრს ნიშნავს. „ მე მქონდა არჩევანი შემენარჩუნებინა ბიზნესი, მაგრამ დამეკარგა ღირსება, ან მიმეღო ღირსეული გადაწყვეტილება და დამეკარგა არა მარტო ბიზნესი“… დიახ, გოჩა ძასოხოვმა დაკარგა ბიზნესი, დაკარგა სახლი და ხუთი შვილის მამა თავის ბრწყინვალე ოჯახთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო, მაგრამ მან  შეინარჩუნა ღირსება.
გული მწყდება, რომ ბევრ ადამიანს არ ეძლევა საშუალება საქართველოში დაბრუნებისა. სირცხვილია,  როცა აფხაზი  კაცის,  კონსტანტინე  სალიას და ოსი კაცის - გოჩა ძასოხოვის და უცხოეთში მცოხვრებ ქვეყნისთვის საჭირო საქართველოს უამრავი  მოქალაქის მიმართ გრძელდება „ნაცმოძრაობის“ მიერ დამკვიდრებული მტრობის პოლიტიკა, რაც  ქვეყნისთვის დამანგრეველია.
სასიამოვნოა, რომ მაისის თვეში საბერძნეთში,   პარტია “თეთრები” და ორგანიზაცია „საზოგადოება საქართველო” ,   მისი ხელმძღვანელი ელგუჯა მინდაძე,  უცხოეთში მცხოვრები ქართველები,  ამ  განწყობის გამომხატველ  დიდი შემოძახილს  გააკეთებენ.
ჩვენ სერიოზულად, იმაზე მეტად სერიოზულად, ვიდრე წარმოგვიდგენია,. უნდა ვიფიქროთ იმ მილიონნახევარ ადამიანზე, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად, თუ ქვეყანაში არაადამიანური პირობების გამო, 1 ოქტომბრის გამარჯვებაში  დღეს ჩვენ  უნდა ვიფიქროთ  მათ საქართველოში დაბრუნებაზე და ქვეყნის მშენებლობის პროცესში მათ ჩართვაზე,” – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

„თეთრების“ პრეს-ცენტრი
30.04.2013წ.

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები