May 2, 2013

უცხოეთში მცხვრებ ქართველებში გაცილებით მეტის მოლოდინი იყო


თემურ შაშიაშვილის ვიზიტი კიევსა და სანქტ-პეტერბურგში

779
“თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა კიევსა და სანქტ-პეტერბურგში.
ვიზიტის ფარგლებში, თემურ შაშიაშვილი გუშინ კიევში შეხვდა უკრაინელ და უცხოელ ექსპერტებს, კიევის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. გაიმართა საქმიანი საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და „თეთრების“ ბოლო პერიოდის ინიციატივებთან დაკავშირებით.
აფასებს რა კიევის ქართული დიასპორის დამოკიდებულებას საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი, თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ როგორც ჩანს, კიევის ქართველობაშიგანწყობა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი ძირითადში პოზიტიურია,თუმცა არის უკმაყოფილება შედეგებითროგორც ჩანსდა ეს არ არის მარტო კიევისქართველობის პოზიციამოლოდინი გაცილებით მეტის იყოდა კვლავ რჩება.
„თეთრების“ ლიდერის თქმით, შეხვედრების მონაწილეთაგან იყო ხაზგასმა, რომ  ახალი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნებისაგან“ არც განმარტებები და არც თავის მართლებაა საჭირო, ა პერიოდში ბევრად მეტის გაკეთება შეიძლებოდაამის ინტელექტუალური დაყოველგვარი რესურსი ქვეყანას გააჩნიაჩვენ ძალიან გვაწუხებს თვითკმაყოფილების ის განწყობა, რომელიც ძლიერდება ახალ ხელისუფლებაში და განსაკუთრებით, გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალაში.
“მიუხედავად ყველაფრისა,  კიევის ქართველობა დიდ მხარდაჭერას გამოხატავს ბატონი ბიძინა ივანიშვილისადმი და მოითხოვს მისგან „ნაციონალური მოძრაობის“ პარპაშის დასრულებას, მისი, როგორც დამნაშავე ორგანიზაციის გასამართლებას. შეხვედრის მონაწილეებმაც და ექსპერტებმაც გაიზიარეს მოსაზრება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე და მხარი დაუჭირეს „თეთრების“ ინიციატივით შედგენილ „სამართლიანობის მანიფესტს“ , – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.
თემურ შაშიაშვილის განმეორებითი შეხვედრა ქართულ დიასპორასთან შესაძლებელია შედგეს 4 მაისს, და თუ ის შედგება, მაშინ გაცილებით მეტი კიევში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე მიიღებს მასში მონაწილეობას. ამ ეტაპზე ერევანში დანიშნული ასეთივე შეხვედრა გადაიდო და სავარაუდოდ იგი მასიის შუა რიცხვებში შედგება.
დაგეგმილია „თეთრების“ ლიდერის ვიზიტი პეტერბურგშიც, სადაც ის, როგორც პეტერბურგის სამეფო თეატრის მეგობართა საზოგადეობის წევრი, დაესწრება მარიინის ახალი საოპერო თეატრის გახსნას, რომელიც 2 მაისს შედგება, და რომლის გახსნის ცერემონიალზე მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. თემურ შაშიაშვილი ასევე დაესწრება პეტერბურგის სამეფო თეატრის ხელმძღვანელის, ვალერი გერგიევის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს.
„მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ოსთა დიასპორასთან მქონია შეხვედრა და ყველა _big_1351688222_resizeმათგანი იყო უაღრესად თბილი და შთამბეჭდავი, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი, – მე დღესაც სრული რწმენით ვამბობრომ ჩვენქართველებს,ოსებს და აფხაზებს ერთმანეთის გარეშე არ გვაქვს მომავალი. პეტერბურგში ჩავდივარჩემი მეგობრის, ვალერი გერგიევის მიწვევით. დიდი სურვილი მაქვს, მას პირადად მივულოცო იუბილე და  გავიზიარო  კულტურის მოღვაწეთა დიდი სიხარული ახალი უნიკალური  საოპერო თეატრის გახსნის გამო. ვალერი გერგიევი -უდიდეს ხელოვანდღეს მთელი მსოფლიოს კუთვნილება,პლანეტარული აზროვნების კაცრომელზეც ამერიკაში პეტერბურგის ოპერისა დაბალეტის თეატრის სამკვირიანი გასტროლების შემედეგამერიკის პრესაში ასეთიშეფასება გაკეთდა : “სხვა სამყაროს მუსიკა“. როცა ბატონი ვალერი ცხინვალში ჩავიდა,თქვა: „მე აქ იმიტომ არ ვარ , რომ ოსები უკეთესები ვართვიდრე ქართველები… მე აქვარ იმიტომრომ წინ აღვუდგე ომს კავკასიაშიომს მოძმე ერებს შორისომსქართველებსა და ოსებს შორის.“ მე ვიციროგორ უყვარს გერგიევს საქართველო დაქართველი ხალხიმწამს და მჯერაამას დრო დაადასტურებსმე ვამაყობ მათთანმეგობრობით., – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი
პეტერბუგში თემურ შაშიაშვილი შეხვდება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მცხოვრები ოსთა დიასპორის წარმომადგენლებს, დაგეგმილია შეხვედრები პეტერბურგში მცხოვრებ აფხაზებთან და პეტერბურგის ქართველობასთან. შესაძლოა შედგეს „თეთრების“ ლიდერის შეხვედრა „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტთან, გოჩა ძასოხოვთან.
თემურ შაშიაშვილი ვრცლად შეეხო რუსეთსა და ზოგადად უცხოეთში მცხოვრები ქართველების პრობლემას. და მათ ჩართულობას საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი
„პეტერბურგში ვსწავლობდი და ყოველთვის მეამაყებოდა, რომ აქ მცხოვრებ ქართველებში დიდი ქართული განწყობა იყო. ბოლო პერიოდმა ეს გააძლიერა. ვიცნობ პიტერში  მცხოვრებ მსოფლიოში  სახელგანთქმულ  უამრავ ქართველს რომელთა მხარდაჭერა და გვერდში დგომა ძალიან სჭირდება დღეს საქართველოს.
საერთოდ, რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში მცხოვრები ქართველების, საქართველოს მოქალაქეების, განსაკუთრებით მეცნიერების, კულტურის მოღვაწეების, მედიცინის მუშაკების, ბიზნესის წარმომადგენლების ჩართვა დიდ ქართულ პროცესში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.
იმის დაუფასებლობა და თუნდაც შეუფასებლობა, რაც „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ შექმნით შეძლო მოღვაწე კაცმა, ბატონმა გოჩა ძასოხოვმა, ვფიქრობ, დანაშაულის ტოლფასია. სულ ერთი ხელის ხუთი თითია საჭირო, იმ ბიზნესმენთა ჩამოსათვლელად, რომელთაც საქართველოსათვის, განსაკუთრებით სპორტის, კულტურისა და მეცნიერებისათვის მრავალი სიკეთე გააკეთეს. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ხუთეულში თავისი ნაღვაწით,  საქართველოსადმი განწყობით, ბატონი გოჩა ძასოხოვიც შედის. საქართველოს მოსახლეობისადმი დაახლოებით ნახევარი წლის წინ  გაკეთებული უაღრესად ადამიანური და შთამბეჭდავი მიმართვის სათაურიც ბევრს ნიშნავს. „ მე მქონდა არჩევანი შემენარჩუნებინა ბიზნესი, მაგრამ დამეკარგა ღირსება, ან მიმეღო ღირსეული გადაწყვეტილება და დამეკარგა არა მარტო ბიზნესი“… დიახ, გოჩა ძასოხოვმა დაკარგა ბიზნესი, დაკარგა სახლი და ხუთი შვილის მამა თავის ბრწყინვალე ოჯახთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო, მაგრამ მან  შეინარჩუნა ღირსება.
გული მწყდება, რომ ბევრ ადამიანს არ ეძლევა საშუალება საქართველოში დაბრუნებისა. სირცხვილია,  როცა აფხაზი  კაცის,  კონსტანტინე  სალიას და ოსი კაცის - გოჩა ძასოხოვის და უცხოეთში მცოხვრებ ქვეყნისთვის საჭირო საქართველოს უამრავი  მოქალაქის მიმართ გრძელდება „ნაცმოძრაობის“ მიერ დამკვიდრებული მტრობის პოლიტიკა, რაც  ქვეყნისთვის დამანგრეველია.
სასიამოვნოა, რომ მაისის თვეში საბერძნეთში,   პარტია “თეთრები” და ორგანიზაცია „საზოგადოება საქართველო” ,   მისი ხელმძღვანელი ელგუჯა მინდაძე,  უცხოეთში მცხოვრები ქართველები,  ამ  განწყობის გამომხატველ  დიდი შემოძახილს  გააკეთებენ.
ჩვენ სერიოზულად, იმაზე მეტად სერიოზულად, ვიდრე წარმოგვიდგენია,. უნდა ვიფიქროთ იმ მილიონნახევარ ადამიანზე, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად, თუ ქვეყანაში არაადამიანური პირობების გამო, 1 ოქტომბრის გამარჯვებაში  დღეს ჩვენ  უნდა ვიფიქროთ  მათ საქართველოში დაბრუნებაზე და ქვეყნის მშენებლობის პროცესში მათ ჩართვაზე,” – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

„თეთრების“ პრეს-ცენტრი
30.04.2013წ.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები