May 18, 2013

„ქართულ-ოსური მისია“ ულოცავს ბატონ გოჩა ძასოხოვს სენატორთა კლუბის პრეზიდენტად არჩევას






დღეს გაიმართა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) სესია, რომელმაც აირჩია ახალი პრეზიდენტი.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი გახდა ცნობილი სერბი მოჭიდავე ლალოვიჩი.

სესიამ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სენატორთა კლუბის პრეზიდენტად აირჩია ბატონი გოჩა ძასოხოვი.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სესიამ მადლიერება გამოხატა იმ ქართველი მოღვაწეების მიმართ, რომლებმაც ხელი მოაწერეს სპორტისა და პოლიმპიური კომიტეტის მეგობართა მშვიდობიან გზავნილს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ბატონ ჟაკ როგეს მიმართ.


ცნობილმა ქართველმა მოღვაწეებმა: ბატონმა რეზო ამაშუკელმა, ბატონმა ჭაბუა ამირეჯიბმა, ბატონმა მერაბ ბერძენიშვილმა, ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა, ბატონმა ლევან თედიაშვილმა, ბატონმა რომან რურუამ, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, ბატონმა რეზო ჩხეიძემ, ბატონმა დიმიტრი ჯაიანმა, ბატონმა ჯემალ ჭკუასელმა თავიანთი ხელმოწერით გამოხატეს პროტესტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიმართ, რომელმაც ჭიდაობა ამოიღო ოლიმპიური თამაშების სიიდან. 

მიმდინარე წლის სექტემბერში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესია ბუენოს-აირესში  კვლავ უბრუნდება ამ საკითხის განხილვას. ჭიდაობის უამრავი მხარდამჭერი აპირებს ჩასვლას ბუენოს-აირესში. სესიაზე დასწრებას აპირებს  ცნობილი დირიჟორი, ვალერი გერგიევმა, რის შესახებაც მან განაცხადა „სააღდგომო ფესტივალის“ დახურვისას   ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის წევრებთან შეხვედრის დროს.

„ქართულ-ოსური მისია“ „საქართველოს ხალხთა ასამბლეასთან ერთად“ იყო რა ერთ-ერთი ინიციატორი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისადმი მშვიდობიანი გზავნილის, მიესალმება ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის განწყობას ჭიდაობის მხარდამჭერი დიდი საერთაშორისო მოძრაობის დაწყების თაობაზე.

„ქართულ-ოსური მისია“ ულოცავს მისიის დიდ მეგობარს, ცნობილ მოღვაწეს, „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზდენტს,  ბატონ გოჩა ძასოხოვს სენატორთა კლუბის პრეზიდენტად არჩევას.


„ქართულ-ოსური მისიის“ პრეს-ცენტრი
18.05.2013

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები