May 17, 2013

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა შესაძლოა კიდევ ორმა ქვეყანამ აღიაროს

 
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა შესაძლოა კიდევ ორმა ქვეყანამ აღიაროს
უახლოეს დღეებში, მინიმუმ ერთი ქვეყნისგან მაინც, სამხრეთ ოსეთის აღიარებას უნდა ველოდოთ. ამის შესახებ, რუსეთის ფედერაციაში სამხრეთ ოსეთის "ელჩმა", დიმიტრი მედოევმა, რუსულ გამოცემა "ტრიბუნასთვის" მიცებულ ინტერვიუში განაცხადა.
ქვეყნების დასახელებისგან მან თავი შეიკავა, მიზეზად კი დიპლომატიური პროტოკოლი და მისი სტატუსი დაასახელა, თუმცა ჟურნალისტი პუტინის სიტყვებით "დაამშვიდა" – "თქვენ მოგეწონებათ".

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ამღიარებელ ქვეყნებს, შესაძლოა ბელარუსი და ეკვადორი დაემატოს. აღნიშნული ინფორმაცია გაზეთმა "რეზონანსმა" ცხინვალელი უფლებადამცველებისგან მოიპოვა. 



მოსალოდნელი აღიარების შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც გაავრცელა, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი ახალი ხელისუფლების მიერ 2008 წლის ომის გამოძიებაზე მუდმივი აპელირება და საქართველოს მთავრობის დადანაშაულების მცდელობა დაასახელა.



კავკასიოლოგი მიხეილ ბეროშვილი, "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ბელარუსს არაპროგნოზირებადი ლიდერი ჰყავს და არ არის გამორიცხული, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, გააჩნია, რუსეთს როგორ გაურიგდება. ექსპერტი ბელარუსთან სააკაშვილის ხელისუფლების კავშირს იხსენებს და ამბობს, რომ შესაძლოა, ეს გამოწვეული იმითაც იყოს,  რომ ახალ ხელისუფლებას გარკვეული პრობლემები შეექმნას და კრიტიკის ობიექტი გახდეს.



რაც შეეხება ეკვადორს, 2009 წელს, მისმა მემარცხენე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, საკითხზე იმსჯელებს. ასეთი მოთხოვნა სოხუმმა მალევე გაუგზავნა, ცხინვალთან დაკავშირებით კი ინფორმაცია უცნობია.



კავკასიოლოგი მიიჩნევს, რომ აღიარების საფრთხე ზოგადად, ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან არსებობს, რომლებსაც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები აქვთ. 



რუსული გამოცემა "ტრიბუნას" ინფორმაციით, მორიგი ამღიარებლის დასახელებას დღეს აპირებს. სხვა შემთხვევაში კი, ინფორმაცია, 21 მაისს, დე ფაქტო პრეზიდენტის მხრიდან გაცხადდება. ცნობისთვის, მოსკოვში,  21 მაისს, თიბილოვის  ვიზიტია დაგეგმილი.

16 05 2013

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები