May 6, 2013

მარინა კაჟაშვილი: აღდგომა გულდამძიმებულმა ციხეში გავატარე...


ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! გუშინდელი დღე ჩემთვის მეტად მძიმე იყო. ბოლო 23 წელია სააღდგომოდ ცხინვალში, ჩემი ძმის საფლავზე ვერ გავდივარ,რომელიც 1992 წელს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა 4 ბიჭთან ერთად, ცხინვალის მისადგომებთან. დარდი და ბოღმა მომერია კიდევ მერამდენედ... აი ესაა ჩაკეტილი ქართული საზღვრების ამბავი.რომ მევაჟკაცა, გამებედა და საზღვარი გადამეკვეთა, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, პასკით, წითელი კვერცხებითა და სანთლებით ხელში დამაკავებდნენ და სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ და რომელ იზოლატორში მოვხვდებოდი არ ვიცი. ამიტომ ცხინვალის სასაფლაოზე წასვლას ვამჯობინე ისევ ცხინვალელი პატიმრები მომენახულებინა ქართულ ციხეებში. გუშინდელი დღე არასოდეს არ დამავიწყდება, საფლავზე გასვლის ნაცვლად ციხეებში შევედი და მოვინახულე პატიმრები, ერთ-ერთი ასეთი პატრიმარი იყო ცხინვალიდან ოსი მარეკ დუდაევი, რომელსაც ჩვენმა შესვლამ ცხოვრების აზრი დაუბრუნა, გაიხარა ძალიან, ვისაუბრეთ დიდხანს. უდიდესი მადლობა შემოუთვალა უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, ასევე სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს. აღნიშნა , რომ რაც ახალი მთავრობა მოვიდა ამოვისუნთქე-ო, წლები დღის შუქი არ მინახავს-ო.მადლობა გადაუხადა ასევე წითელ ჯვარს, რომელიც შუამდგომლობას უწევს მის ოჯახს და საზღვრის გადმოკვეთის პრობლემა აღარ ექმნება და
თვეში ერთხელ მასთან მისი ოჯახის წევრები მოდიან. რაც წლების განმავლობაში არ ხდებოდა. ასევე კარგად მოიხსენია საქართველოდან დევნილი გოჩა ძასოხოვი, ბოლოს ერთი დაგვიბარა სამკურნალო ვაარო და იქნებ დამეხმაროთ-ო ც ჰეპატიტზე მიმკურნალონ-ო! აღგვითქვა , რომ ბევრ სასიკეთოს გააკეთებს ქართველი და ოსი ხალხის შერიგებაში.
ოსები სიტყვის ხალხია, მე მჯერავს მათი,  მათ ისეთი წესები ააქვთ ბევრს რომ შეშურდება...
მარეკ დუდაევის შემდგომ მოვინახულეთ ასევე სხვა პატიმრებიც ესენია: ვლადიმერ კობახიძე, დავით მეგრელიშვილი,ვანო ღუდუშაური,სერგი სეხნიაშვილი.
ჩემს მოგონენებში რა მძიმედ გასახსენებლად დამრჩება ეს დღე, რამდენი ნაღვლიანი და ცრემლმორეული თვალები, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანები, მძიმედ მოსასმენი ისტორიები, ეჰ, თურმე რამდენი ცოდვა - ბრალი ტრიალებს დედამიწაზე...
პატიმრების მონახულებას გავაგრძელებთ 7 მაისს...
აი ასეთი იყო ჩემო დევნილებო ჩემთვის აღდგომის დღესასწაული, ყველაფერს ვიღონებ თუკი რასაკვირველია ხელისუფლება დაგვიდგება გულწრფელად მხარში და მომავალ აღდგომას ჩვენ დეევნილები, ყველა ჩვენი ახლობლების საფლავებზე გავალთ სააღდგომოდ ცხინვალში!!! გჯეროდეთ ჩემი...
თუმცა წელსაც ძალიან აქტიურობდა შშს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შუაღამემდე თათბირებს აწყობდა ამ საკითხთან მიმართებაში და ნაწილობრივ შეთანხმებასაც მიაღწია ქართველები შესულიყვნენ ცხინვალში საფლავებზე სააღდგომოდ, მაგრამ ხალხის გარანტირებული უსაფრთხოების მიზნით ამ ეტაპზე თავი შეიკავა და სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო, მადლობა მას, მაგრამ დარწმუნებული ვარ თუ მავანმა ხელი არ შეგვიშალა მომავალი წელი იქნება დევნილებისათვის მართლაც ოცნებების წელი...


პატივისცემით მარინა კაჟაშვილი
05.05.2013.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები