May 5, 2013

ვლადიმერ პუტინის მილოცვა ქართველ ხალხს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოსახლეობის მიმართ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 68 წლისთავთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა.
"ძვირფასო ვეტერანებო! საქართველოს პატივცემულო მოქალაქეებო! გულით გილოცავთ უდიდეს დღესასწაულს - გამარჯვების დღეს. ჩვენი ერები, მხარდამხარ იბრძოდნენ ნაციზმის წინააღდმეგ, იცავდნენ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, მომავალი თაობების მშვიდობიანი ცხოვრების უფლებას. ჩვენ მუდამ პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, დავიცავთ ომის შესახებ სიმართლეს და ისტორიის გაყალბების ყოვლეგვარ მცდელობას შევეწინააღდმეგებით. დარწმუნებული ვარ, რომ 1945 წლის მაისში გამარჯვების წმინდა მოგონება მომავალშიც გაგვაერთიანებს და რუსეთ-საქართველოს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუნებისთვის საიმედო საფუძველს შექმნის. მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო დიდი სამამულო ომის ვეტერანებისადმი, დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ვუსურვო მათ. საქართველოს მთელს მოსახლეობას კი, მშვიდობა და აყვავება", - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მილოცვაში.

 05/05/13 15:26

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები