Feb 22, 2013

ახალგაზრდა სპეციალისტები მოსკოვში მიემგზავრებიან E-mail Print

1-v-moskvu-akt-2საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოდან ახალგაზრდა სპეციალისტთა ჯგუფის მოსკოვში გამგზავრებისადმი მიძღვნილი პროექტის – „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანაშრომლობისთვის“ – ორგანიზატორთა ბრიფინგი გუშინ, 21 თებერვალს, „რია-ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გაიმართა.
ვიზიტი ორგანიზებულია კულტურული კავშირების ცენტრი „კავკასიის სახლისა“ და „ალექსანდრე მიხაილის ძე გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდის“ მიერ. მის მიზანს წარმოადგენს ქართველი და რუსი ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების თაობაზე გათვითცნობიერების დონის ამაღლება და მათ შორის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა.
ახალგაზრდა სპეციალისტების მგზავრობა 2013 წლის 24 თებერვლიდან 2 მარტამდე გასტანს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და რუსი პოლიტოლოგები, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტები, კონფლიქტოლოგები და სხვა სპეციალისტები.

მგზავრობისას დაგეგმილია შეხვედრები რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატს-მდივანთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლი კარასინთან, ვიზიტები მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტსა და „რია-ნოვოსტის“ საერთაშორისო ინფორმაციების რუსეთის სააგენტოში. დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც.
ბრიფინგის მონაწილენი ჟურნალისტებს ვიზიტის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე მოუთხრობენ.
ბრიფინგის მონაწილენი, „კავკასიის სახლის“ წარმომადგენლები:
– გიორგი შაიშმელაშვილი;
– ირაკლი ჩიხლაძე;
– ტატო ხუნდაძე.
 22 თებერვალი 2013

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები