Feb 20, 2013

„ქართულ-ოსური მისია“ სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვს

„ქართულ-ოსური მისიის“ თავმჯდომარე რეზო ამაშუკელი წერილით მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს და დახმარებას სთხოვს სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან პატიმართა სიის დაზუსტებაში:
„გვინდა გაცნობოთ, რომ რამდენიმე თვის წინ „საქართველოს ხალხთა ასამბლეამ“ მოგვმართა თხოვნით, დაგვეზუსტებინა პატიმართა სია სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. სამწუხაროდ დღემდე ეს ვერ შევძელით. გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს სია უბრალოდ არ არსებობს და გამოვრიცხოთ ექსპერტთა გარკვეულ წრეებში გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ იგი თითქოს გასაიდუმლოებულია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან საუბრისას ამ თემით სპეკულაციის საფუძველი ყველას უნდა მოვუსპოთ. გვჯერა, ჩვენს გულწრფელ დამოკიდებულებას ჩვენი ძმების ასეთივე განწყობა მოჰყვება. ეს კი კარგი საყრდენი იქნება მომავალი ურთიერთობებისათვის“, – ნათქვამია წერილში.

როგორც ,,ქართულ-ოსური მისიის'' გენერალურმა მდივანმა მარინა კაჟაშვილმა გვაცნობა,  სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მოახდინა აღნიშნულ წერილზე რეაგირება და 26 თებერვალს 16:00 საათზე შედგება უჩა ნანუაშვილის შეხვედრა „ქართულ-ოსური მისიის“ წარმომადგენლებთან აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

20.02.2013.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები