Feb 20, 2013

კობა დავითაშვილი - "არ გავახარებთ მტერს და ჩვენს შორის განხეთქილება არ იქნება"

არ გავახარებთ მტერს და ჩვენს შორის განხეთქილება არ იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა .

მისივე თქმით, კრიტიკა ნორმალურია, ხოლო ეს კრიტიკა განხეთქილებაში არ გადავა და ბრძოლა ერთად გაგრძელდება. "მთავარი არის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება კი არის ასეთი: ჩვენ ვართ თანამებრძოლები, მტერს არ გავახარებთ და ჩვენს შორის არანაირი განხეთქილება არ იქნება. ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რისთვისაც აქამდე გვიბრძოლია. ეს არის მთავარი გადაწყვეტილება", - აღნიშნა დავითაშვილმა.

კობა დავითაშვილს კოალიციაში თანაგუნდელებთან ურთიერთობა მას შემდეგ
დაეძაბა, რაც ის უმცირესობის წევრ სერგო რატიანთან მომხდარი დაპირისპირების გამო გააკრიტიკეს. მაშინ, თავის მხრივ, კობა დავითაშვილმა ხელისუფლების საქციელს "დოყლაპიობა" უწოდა.

უმრავლესობის სხდომას არ ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ასევე, რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის თინა ხიდაშელი და უმცირესობის ლიდერი დავით საგანელიძე.

"ინტერპრესნიუსი"

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები