Feb 21, 2013

რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია – საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ

1-rus-politikaa1 
საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. 2013 წლის 12 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია.


რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია წარმოადგენს შეხედულებათა სისტემას რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკური საქმიანობის ძირითად პრინციპებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მიზნებსა და ამოცანებზე.
კონცეფციაში 104 პუნქტია, საიდანაც ორი – პუნქტები №№ 51 და 52 – საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ეძღვნება. 



პუნქტი 51. რუსეთის პრიორიტეტთა რიცხვში რჩება აფხაზეთის რესპუბლიკის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბების, მათი საერთაშორისო პოზიციების გამყარების, საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფის და სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის  ხელშეწყობა.
პუნქტი 52. რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით იმ სფეროებში, რომლებშიც ქართული მხარე ამისათვის მზად არის, ამიერკავკასიაში შექმნილი პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები