May 31, 2013

მარინა კაჟაშვილი: კონფლიქტის ზონაში პოლიციის შეყვანა დიდი შეცდომა იქნება !



ქართულ-ოსური კონფლიქტები, დევნილობა, მიტოვებული მამა-პაპეული სახლ-კარი, მიტოვებული წინაპართა საფლავები, მონატრებული  ბავშვობის  ადგილები და სხვადასხვა ხელისუფლებებისაგან უყურადღებოდ დარჩენილი დევნილები, ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული  და მოუშუშებელი იარაა...
იმ ავბედითი დღიდან,  1990 წლის  გვიანი შემოდგომიდან, როცა ქართულმა ხელისუფლებამ გაუთვლელად  ქართული პოლიცია დაგვაყენა გამთენიისას ცხინვალელებს ,, დასახმარებლად'' მას მერე   მძიმე 23 წელი გავიდა...
 მას შემდგომ 23 წელი, დევნილები ყოველ წუთს და ყოველ მოვლენას ვადევნებთ თვალყურს და თვითოეული ჩვენთაგანი უკვე პროფესიონალ პოლიტიკოსად იქცა, სხვისგან ჭკუა აღარ დაგვერიგება და უკვე ძალიან კარგად ვარჩევთ ვინ არის საქართველოს მტერი და ვინ მოკეთე...რაში დასჭირდათ ეს ომები და ძმათა მკვლელი შუღლის გაჩაღება  ჩვენს ნათესავებთან ოსებთან , აფხაზებთან  ყველა ჩვენთაგანისათვის გასაგებია...    ბავშვმაც კი იცის ამ საკითხის არსი...
არ აწყობს მავანს შერიგება!!! რუსს, ოსს და აფხაზს რომ არ აწყობდეს შერიგება მესმის, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ისაა, როცა ისევ შენს ქართველში ხედავ ამას, იმის გამო რომ ფული აკეთოს და
ბიზნესი არ ჩაუვარდესმე ის ოსი, ის რუსი და ის აფხაზი მირჩევნია, რომელიც მესროდა და თავისი ერის ღირსებას ვაჟკაცურად იცავდა, ვიდრე ჩემი, ფულზე გაყიდული ვაი ქართველი!!!
ჯერ იყო და უკვე ნახევრად შერიგებულ, 18 წლის ყინულ გალღობილ   ქართულ-ოსურ  ურთიერთობებს 2008 წლის აგვისტოს ომი დაგვაწიეს ნაციონალურმა ხელისუფლებამ, ახლაა და დიცის საკითხი აგვიგორეს და დიდი გულშემატკივრებივით ერთ საათში სოფელ დიცში გაჩნდნენ.
      ეს ჩვენი ბრალიაროცა  ქართველი ხალხი აგვისტოს ომის გამოძიებას ითხოვდნენ, ბევრ  ჩვენთაგანმა თავი შევიკავეთ და უარი ვთქვით ამ ომის გამოძიებაზე, იმიტო კი არა რომ რაიმე საეჭვოდ გვეჩვენებოდა  ამ ომის გამოსაძიებლად, არამედ იმიტო რომ საქართველოს პრეზიდენტი სამჯავრდებო სკამზე არ წარმდგარიყო და მე პირადად უარი ვთქვი აგვისტოს ომის გამოძიებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის ტიტულს გავუფრთხილდი, რათა ისტორიის ფურცლებზე შავ ლაქად არ შესულიყო საქართველოც, ქართველი ხალხიც და პრეზიდენტიც!
მე ბედნიერი ვიყავ, როცა  ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ ქურთაში  იუსტიციას ვხელმძღვანელობდი და დღეში ასობით  ოსი გვაკითხავდა შესარიგებლად და ითხოვდნენ ქართულ პირადობის მოწმობებს , ამის თვითმხილველი მეც და ბევრი სხვაც იყო. ეს დათბობილი ურთიერთობები არ მოეწონათ, როცა ჩვენ ქართველი და ოსმა ისევ გამოვძებნეთ გზები ერთმანეთთან თბილი ურთიერთობებისათვის 2008 წლის აგვისტოს მრისხანე  დღეები მოგვიწყვეს.
ახლაც იგივე , როგორც იქნა დათბა ახლიდან ურთიერთობები და ახლა დიცის და დვანის საკითხი, ღმერთმა არ ქნას და თუ კიდევ ძმათა ომს მოგვახვევენ  თავს,  უკვე  ვიცით ვისაც უნდა ვესროლოთ!!!
მე გამოვეხმაურები ბატონ ბიძინას , როცა მან განაცხადა, რომ შესაძლებელია პოლიციის დანამატები შეიყვანოს სასაზრვრო ზოლში, ეს იქნება დიდი შეცდომა!!!
პოლიციის შეყვანით დაიწყო ბატონო ბიძინა 1990 წელი . ნუ გავიმეორებთ იგივე გზას, რომელიც ახლიდან გამოუსწორებელ შეცდომებამდე მიგვიყვანს...მე ჯერ კიდევ მარტში გამოვედი სიტყვით ,,ქართულ-ოსური მისიის’’ შეხვედრაზე ,,მშვიდობიანი კავკასია -მომავლის საუბრები'' და განვაცხადე, რომ შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი იმ სამსახურების წევრების წარმომადგენლებით, რომლებიც უშუალოდ კონფლიქტებისა და დევნილების საკითხებზე მუშაობენ,ამასთან ერთად იქნებოდა ევროპის სადამკვირვებლო მისიის წევრები და გააქტიურდებოდა  სასაზღვრო დაცვის  სამსახური , რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა როგორც ქართველ ასევე ოსს მოქალაქეზე,  ამასთანავე   ეს ყველაფერი  ოთხმხრივი  მოლაპარაკების შედეგი უნდა ყოფილიყო. ჩვენ კი ველოდებით  ვიღაცეებს როდის ვიქცევით ერთ პატარა წერტილად საქართველო!
ამ მოვლენებიდან გამომდინარე ახლა კი აუცილებელ და სავალდებულოდ ვთვლი , რომ მიტევების დრო აღარ არის, რომ ამ მიტევებამ აწყინათ ჩვენს ნაციონალებს და აშკარად გამოჩნდა,  რომ მათი საუკეთესო  ფარული ურთიერთობა  ჰქონდათ რუსეთთან, რომელსაც უბრალო ხალხს გვიმალავდნენ და უბრალო კეთილისმოსურნე, მოსიყვარულე და შემრიგებელ  ადამიანებს კი ჯაშუშობის  მუხლით ასამართლებდნენ!
დღეს, რადგან გაბედეს და ახლიდან  დიცისა და დვანის საკითხი  შემოგვახვიეს თავს  სავალდებულოდ ვთვლი გამოძოიებულ იქნას 2008 წლის აგვისტოს ომი და მასში მონაწილე ყველა დამნაშავე გამოვლინდეს! თვითოეული ის ასობით და ათასობით  თვითმხილველი დევნილი მივიღებთ გამოძიების პროცესში მონაწილეობას, რათა ახალი დიცი, ახალი დვანი და  ახალი ომების ტალღამ არ დაგვარტყას ისედაც წელში გატეხილ შინაური მტრებისაგან გაყიდულ საქართველოს!!!
მე კი ერთს დავამატებდი  დიდი გულისტკივილით, არაფრის საფასურად რუსულ მხარეს საზღვარი არ უნდა გადმოეწია...
 მართალია, ვაღიარებ ქართულმა მხარემ რუსულ მხარესთან  მასიური მოლაპარაკებები დააგვიანა  და ქართულმა მხარემაც  ხელი  არ შეგვიწყო  ვისაც რაღაცა სიკეთის გაკეთება  შეგვეძლო, მაგრამ  რუსულ მხარეს მაინც უნდა ოქტომბრამდე დაეცადა.
 ისე კი ეს ნაბიჯი უფრო გამოაფხიზლებს ახალ ხელისუფლებას და ქართულ მხარეს...
იქნებ ეხლა მაინც ჩართოს ახალმა ხელისუფლებამ ,,ქართულ-ოსური მისიის'' წევრები სამთავრობო   სამუშაო  რუსეთთან მიმართულ პროცესებში  და გამოიყენონ ,,ქართულ -ოსური მისიის’’ ძალა და ავტორიტეტი. სწორედ ამ საკითხებზე დაეგზავნათ წერილები იმ სამინისტროებსა და უწყებებს , რომლებიც კონფლიქტებსა და დევნილებზე მუშაობენ, საიდანაც პასუხი ნოლი იყოაი ასეთ წინდაუხედაობას, ყოველთვის სავალალო შეცდომები მოყვება...

ბატონ ბიძინას მრჩევლებს კი კეთილისურვილებით ვთხოოვ ცოტა გამოფხიზლდნენ და სწორი რჩევები მიაწოდონ  ჩვენი ერის მხსნელს, ბატონ პრემიერს და შეცდომებში ნუ შეიყვანთ!
 23 წელი იყო ის დიდი დრო , რომელსაც ველოდით და დევნილები რიცხობრივად მივილიეთ, ახლა კი აღარ დავუშვებთ განვლილ შეცდომებს...
და საერთოდ ყველა ხელისუფლების საყურადღებოდ, ქართულ-ოსურ კონფლიქტურ საკითხებს არა მხოლოდ წარმავალი მთავრობები,  არამედ ადგილობრივი კონტიგენტი უნდა წყვეტდეს, რადგან აღნიშნულ საკითხმა ასე გრძელვადიანი მოუგვარებელი ხასიათი მიიღო.

 ჩვენ კი ველოდებით ვიღაც ვიღაცეებს და ამასობაში შემოგვადნა ჩვენი სამშობლო ხელისგულზე დაცემული თოვლის ფიფქივით!

,,ქართულ-ოსური მისიის'' დამფუძნებელი მარინა კაჟაშვილი
31.05.2013.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები