Jun 8, 2013

მარეკ დუდაევი გაათავისუფლეს



მარეკ დუდაევი გაათავისუფლეს მსჯავრდებული მარეკ დუდაევი, რომელიც სასჯელს #7 დაწესებულებაში იხდიდა, გათავისუფლებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს, მისი გათავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე.
დუდაევს, 23 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და პატიმრობაში 9 წელი იმყოფებოდა. მას ამინისტიის მუხლები შეეხო, რის შედეგადაც ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა.
მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს, სასამართლომ მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მიმდინარე წლის თებერვალში დუდაევი საპატიმროში სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოინახულა. საქართველოს სახალხო დამცველი მაშინ ინიციატივით გამოვიდა, რომ ქართულ ციხეში მყოფი მარეკ დუდაევი და ეთნიკურად ოსი სხვა პატიმრები ცხინვალში მყოფ ქართველ პატიმრებზე გაეცვალათ. 
       ამ წამოწყებულ ინიციატივას  პარალელურად შეუერთდა სახალხო დიპლომატიური ორგანიზაცია ,,ქართულ-ოსური მისია'' და  მისიის თავმჯდომარის  საზოგადო მოღვაწის რეზო ამაშუკელისა  და  ,,საქართველოს ხალხთა ანსაბლეის'' გოჩა ძასოხოვის თავმჯდომარეობით  ცხინვალელი  მარეკ დუდაევი სააღდგომოდ  მოინახულა ქართულ ციხეში. მარეკ დუდაევის მოსანახულებლად ციხეში შევიდნენ მისიის წევრები, ,,ქართულ-ოსური მისიის '' თანათავმჯდომარე ფერდინანდ ლორთქიფანიძე, მისიის პასუხისმგებელი მდივანი მარინა კაჟაშვილი და მსოფლიო იურისტთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი პაატა ცნობილაძე, რომელთაც ოს პატიმარს აღუთქვეს ქართული კანონის შესაბამისად დახმარება.საქართველოს მთავრობის, საქართველოს სახალხო დამცველის ბატონ უჩა ნანუაშვილისა და ,,ქართულ-ოსური მისიის''აქტიური სამართლიანი მუშაობით 9 წლიანი პატიმრობის შემდგომ გათავისუფლებულია ცხინვალელი ოსი პატიმარი მარეკ დუდაევი. 
ომბუდსმენმა მარეკ დუდაევის სისხლის სამართლის საქმის შესწავლა დაიწყო. 
როგორც ნანუაშვილმა თებერვალში განაცხადა, დუდაევის საქმეში ბევრი დარღვევებია. მისივე ინფორმაციით, ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოწმე, რომელიც სწორ ჩვენებას აძლევდა, სასამართლო პროცესიდან გაიტაცეს.

     ,,ქართულ-ოსური მისია'' და ,,საქართველოს ხალხთა ანსაბლეა'' ვიმოდოვნებთ , რომ ეს იქნება იმ რთულ  გზაზე გადებული ხიდი ქართველებსა და ოსებს შორის, რომელიც წლების განმავლობაში ჩატეხილი იყო! 

      გაუმარჯოს ქართველებისა და ოსების მრავალსაუკუნოვან ძმობას, მეგობრობასა და ნათესაურ ისტორიას...

,,ქართულ-ოსური მისიის'' პრეს სამსახური
7.06.2013.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები