May 30, 2013

კარასინი: "რუს მესაზღვრეთა ქმედებები ხელისუფლების მითითებით კეთდება"



კარასინი: "რუს მესაზღვრეთა ქმედებები ხელისუფლების მითითებით კეთდება"
30/05/13 15:50
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრაზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსი მესაზღვრეების ქმედებას არ განიხილევენ. 

"შეხვედრაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ თემებზე, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არის დაკავშირებული და ვეხებით მხოლოდ იმ სფეროებს, სადაც რეალური საკითხების წინსვლისთვის რაიმე ზომების მონახვაა შესაძლებელი", - განაცხადა კარასინმა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ყველაფერი, რასაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მყოფი რუსი მესაზღვრეები აკეთებენ, ქვეყნის ხელისუფლების პირდაპირი მითითებებით კეთდება, რამდენადაც ისინი იქ ორმხრივი სახელმწიფოებრივი შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან. 
შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში 5 ივნისს გაიმართება. 

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები