May 23, 2013

დევნილი სტუდენტების მიმართვა ბატონ ბიძინას...


ბატონო ბიძინა დიდი სიყვარულითა და  პატივისცემით მოგმართავთ დევნილი სტუდენტები.  იცით და ნაცნობია ყველასათვის დევნილთა აუტანელი ყოფა-ცხოვრება. დაკარგული მიწა-წყალი, დაკარგული სახლ-კარი, წინაპართა საფლავები, ოჯახის წევრები... ამდენი ტკივილის ამტან-გადამტან, ორჯერ ომგამოვლილ  ოჯახებს ხელისუფლების მხარში დგომა გვჭირდება.  დღეს თითოეულ დევნილ ოჯახს უჭირს ოჯახის რჩენა, ავადმყოფის მოვლა, სტუდენტის შენახვა, ვინ მოთვლის კიდევ იმ მტკივნეულ პრობლემებს , რომელიც დევნილთა ოჯახებში დუღს... ყოველივე ამისა ჩვენ ახალგაზრდა დევნილებს გვსურს სწავლ-განათლების მიღება,რათა არ დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და წარსული  ან თუ ვისი გორისანი ვართ. 
       დიდი შრომის შედეგად ჩავირიცხეთ ეროვნულ გამოცდებზე, მაგრამ რად გინდა სწავლის ქირის გადაუხდელობის გამო კვლავ ვტოვებთ უმაღლეს სასწავლებლებს, როგორ  ეიძლება კანონი განათლების შესახებ ერთნაირად ვრცელდებოდეს გაატაკებულ დევნილ  სტუდენტსა და ჩვეულებრივ სტუდენტზე , რომელსაც არაფერი დაუკარგავ ( თუმცა მათაც ვუთანაგრძნობთ, რამეთუ ეკ.კრიზისი უმეტესობის ოჯახებსაც შეეხოთ). 
      ბატონო ბიძინა იღონეთ რაიმე  და გაგვიწიეთ შუამდგომლობა უნივერსიტეტებთან,  რათა დაგვიშვან უმაღლეს სასწავლებლებში  ზაფხულის გამოცდებზე.  ჩვენი დრო და ასაკი არ იცდის, იცით ალბათ დროის ფასი, რომ დრო შეუფასებელია.
 ვითხოვთ ასევე, რომ პარლამენტმა განიხილოს კანონი განათლების შესახებ და ჩაასწორონ ის მუხლები, რომელიც ეხება დევნილ სტუდენტებს. 
ან სამომავლოდ   შექმენით სტუდენტთა დასაქმების ცენტრი და საკუთარ სწავლის ქირას შრომით  გადავიხდით !!!
 ასევე   ვითხოვთ  შეიქმნას დევნილთა დახმარების ფონდი!!!
ის და მსგავსი ტიპის თანხები, რაც ვანო მერაბიშვილის სახლში აღმოაჩინეს   გადაირიცხოს აღნიშნულ ფონდში,ასევე  ყველა იმ ძველი ჩინოვნიკის საპროცესო შეთანხმების დროს შეტანილი თანხა გირაოს სახით გადარიცხულ იქნას დევნილთა ფონდში!!! 
ნაციონალურ   ხელისუფლებს  არასწორმა და გაუთვლელმა ნაბიჯებმა  მოგვიწყო 2008 წლის აგვისტო,  საკუთარი ოჯახის ბედნიერებისა და სიმდიდრისათვის. ჩვენი დევნილების ხარჯზე დამდიდრდნენ და ჩვენზე გადმორიცხული მილიონებით საოცნებო ცხოვრება შეიქმნეს! დაგვაკარგინეს სახლი, კარი, უძრავი, მოძრავი, ოჯახის წევრები და ახლა უბრალო შეღავათებიც აღარ ვრცელდება ჩვენზე, ჩვენისით სასწავლო ბიზნესიც აიწყეს...
ბატონო ბიძინა ისევ თქვენი იმედი გვაქვს დევნილებს, თქვენ გაიგებთ ყველაზე მეტად გაჭირვებული ადამიანის ყოფა-ცხოვრებას, თქვენ ხომ ერთიც გინახავთ და მეორეც.
 დევნილი სტუდენტები გთხოოვთ დახმარებას...ნუ აგვაცდენთ გზას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლების ვალია ჩვენს გვერდით  დგომა, რამეთუ ყველა ცივილიზებულ ევროპულ ქვეყანაში სწავლისათვის  დიდი თანხებია გამოიყოფილი!
ბატონო ბიძინა გვააქვს თქვენი  გულისხმიერების იმედი, წინააღმდეგ შემთხვევაში  ჩაგვრთეთ  რუსული სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ პროექტში  ,,უფასო სწავლა -განათლება ქართველებს'' რუსეთის 20 ქალაქში...იმედია ეს არ დაგვჭირდება და ჩვენს მშობლიურ ენაზე შევისწავლით ჩვენი ქვეყნის  უძველეს ისტორიასა და კულტურას ...
უფალი გფარავდეთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!!! 
23.05.3013

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები