საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის მთავარ გამოწვევად აფხაზეთისა და
ცხინვალის რეგიონის კონფლიქტები რჩება. ბიძინა ივანიშვილის მთავრობა
გამუდმებით მსჯელობს მათი მოგვარების გზებზე, ეძებს მოდელს, რომელიც
შეიძლება გამოიყენოს ქართულმა მხარემ ოცწლიანი დაპირისპირების
მოსაგვარებლად. რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა "ევრონიუსთან"
ინტერვიუში კოსოვოს მოდელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და
ცხინვალში ამ მოდელის გამოყენება შესაძლებელია. თუმცა კოსოვოს მოდელი
მისაღები იქნება თუ არა რუსეთისთვის, ამაზე ჯერჯერობით არაფერს ამბობენ.
რუსეთის გავლებულ "წითელ" ხაზებზე გვესაუბრება საქართველოს
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში ზურაბ აბაშიძე.- პრემიერ-მინისტრმა საქართველოში კონფლიქტების დარეგულირების საუკეთესო მაგალითად კოსოვოსა და სერბეთის მოდელი დაასახელა. რა იგულისხმა ივანიშვილმა?
- საუკეთესო მაგალითიაო, არ უთქვამს. მიესალმა სერბეთსა და კოსოვოს შორის პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების პერსპექტივას და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.„კოსოვოს მოდელი მართლაც საინტერესოა. 1999 წელს, ნატოს სამხედრო აქციის შემდეგ, კოსოვოში შეიყვანეს საერთაშორისო სამშვიდობო ძალები. ამ აქციაში ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა. თითქმის 10 წელი ამ ტერიტორიას გაეროს მანდატი იცავდა. ამ ხნის მანძილზე ყველა დევნილი დაბრუნდა საკუთარ სახლში. კოსოვოში აქტიურად მუშაობდნენ
- შესაძლებელია, რომ რუსეთმა ასე აქტიურად ჩართოს საერთაშორისო მისიები საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში და, რაც მთავარია, დევნილები დააბრუნოს?
- სამწუხაროდ, ასეთი პერსპექტივა დღეს არ ჩანს. რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა და ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ეს თემა მოსკოვმა„წითელ ხაზად გამოაცხადა, რომელზე საუბარიც არ სურს.
No comments:
Post a Comment