Apr 30, 2013

ივანიშვილი: „ჩვენ გამოვთქვით რუსეთთან დიალოგის დაწყების მზადყოფნა“


E-mailPrint
politikaa-2საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით “როუზ-როსის“ რიგით 83-ე სემინარზე, რომელიც თბილისში გუშინ, 29 აპრილს გაიხსნა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის  237 დელეგატის  წინაშე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის საგარეო  კურსზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს და ქართველი ხალხის უალტერნატივო არჩევანია, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ქვეყნის საგარეო მიმართულებას ახალი კომპონენტი შეემატა, რაც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დალაგებას და კონფლიქტების მოგვარებას გულისხმობს.
„ჩვენ, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის განუხრელად გატარების პარალელურად, ახალი კომპონენტი შევიტანეთ ჩვენს საგარეო პოლიტიკაში და გამოვთქვით რუსეთთან დიალოგის დაწყების მზადყოფნა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ჩემი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნამ საშუალება მოგვცა, კონკრეტული პრაგმატული ნაბიჯები გადაგვედგა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკური და კულტურული კავშირები.

მაგრამ ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჟენევის მოლაპარაკებები არის ერთადერთი ფორმატი რუსეთთან კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკების საწარმოებლად და ჩვენ ამ პროცესის ერთგული ვიქნებით.
თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულმა დიალოგმა არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობას და აღარ საჭიროებს პარტნიორების მხარდაჭერას. გვჯერა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მისცემს ჩვენს ქვეყანას გაცილებით დიდ შესაძლებლობებს, ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები, უზრუნველყოს თავისუფლება და უსაფრთხოება, ასევე მისცემს მას საშუალებას, დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი ევროპულ ოჯახში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები