Apr 28, 2013

მარინა კაჟაშვილი: ერთი შეკითხვა ბატონ ბიძინას!



2013 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, რაც ჩვენს ქვეყანას მხსნელად ბატონი ბიძინა მოევლინა, მას შემდგომ დიდი იმედით შევყურებ ამ კაცის მოღვაწეობას ქართულ პოლიტიკაში  და უდიდესი სურვილი მაქვს  მისი თვითოეული ნათქვამი   სიტყვის მჯეროდეს.
სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე მაქვს სურვილი  ბატონ ბიძინას ერთი შეკითხვა დაუსვა, რომელ კითხვასაც სულ მალე დეტალებით დავიბრუნდები ფართო აუდიტორიის წინაშე, სადაც უამრავ კომპრომატს გავაჟღერებ!
მართალია, ბატონ ბიძინამ ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნა ,,მე პოლიტიკოსი არ ვარო'' მაგრამ ამ კითხვას პასუხი რომ გასცეს ნებისმიერმა ადამიანმა დიდი პოლიტიკოსობა არ არის საჭირო.
        ბატონო ბიძინა ბოლო წლების განმავლობაში რაც საქართველოში პოლიტიკური ძვრები მოხდა, რასაც მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა, ათასობით დევნილი ოჯახი, 2008 წლის აგვისტოს ომი, ამ ყველაფრის შემდგომ თქვენ სამართლიანად მიიჩნევთ რომ ქართულ პოლიტიკაში კიდევ უნდა მოღვაწეობდნენ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და თქვენი პირადი მრჩეველი იგივე ადმინისტრაციის ყოფილი პრემიერი- ურუსმაგ ქარქუსოვი? რომელიც დღეს პრაქტიკულად ქართულ სახელმწიფოს და მის ხაზინას განაგებს. ამასთანავე მისი რჩევებით რომ ვიმართებით? კაცი რომელმაც ტყუილი დაპირებებით დაამახსოვრა თავი ხეობელებსაც და საერთოდ ქართლელებსაც! დარწმუნებული ვარ მის მიერ ნებისმიერი მოწოდებული ინფორმაცია ტყუილებით გაჯერებული იქნება! ეს ადამიანები რომლებიც გარიგებულნი იყვნენ ნაცებთან ადმინისტრაციის შექმნის პროექტში, რომელმაც კრახი განიცადა და 2008 წლის აგვისტოს ომით დასრულდა!!! 
ეს ის ორი ადამიანია, რომელსაც არანაირი წინაარმდეგობა არ გაუწევია ცენტრალური ხელისუფლებისათვის , როცა ცხინვალიდან კბილებით ომგამოვლილი უნივერსიტეტი დაგვიხურეს ქ. გორში, ასევე დაგვიხურეს ცხინვალელებს ერთადერთი ქართული გაზეთი ,,ცხინვალელები'', ეს ორი ცხინვალის უწყება იყო ცხინვალელ დევნილთა თავშეყრის, დისკუსიისა და საერთო ტკივილის გაზიარების ადგილი. როცა მე, როგორც ამ მთავრობის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი, ცხინვალის უნივერსიტეტის დახურვის საკითხთან დაკავშირებით შევედი და ჩემი მოსაზრება მოვახსენე მაშინდელ ს.ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის პრემიერს, უ. ქარქუსოვს  ჯერ კიდევ 2007 წელს და ავუხსენი რომ თუკი ადმინისტრაციას ცხინვალელების საკეთილდღეოდ  და კონფლიქტების დასარეგულირებლად ვაყალიბებთ და ვაფართოვებთ მეთქი, რატომ ხდება რომ ასეთი მნიშვნელობის ორ უწყებას გვიხურავენ თქო, ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით  მისი პასუხი ღიმილი იყო.
მე და მთელს დევნილებს ეს საკითხი გვაინტერესებს და სულ მალე ამ საკითხებით გამოვალთ საზოგადოების წინაშე(არასამთავრობო დევნილთა დარბაზი). იმას აღარ დაგიჯერებთ ბატონო ბიძინა, როგორც ერთ-ერთი ჩვენთან შეხვედრის დროს განაცხადეთ: ,,მოატყუეს-ო, ესეც მოატყუეს-ო'' ( 03.09.2012. 14:47სთ , ,,ქრთული ოცნების " სათაო ოფისში ქ. თბილისი)  
მოტყუებაში რას გულისხმობთ ერთი პერანგით რომ ჩამოვიდა საქართველოში და სააკაშვილის მართველობის ეპოქაში მარმარილოს სასახლე მოიწყო?! ჩვენ ბატონო ბიძინა ამ საკითხებში იმაზე მეტი ვიცით ზოგიერთებს რომ წარმოუდგენია. ახლაც წარმატებულად მიაქროლებს გაზის პროექტს ახალგორში, ვისთვის??? გიფიქრიათ ამ კითხვაზე? ცხოვრობს კია იქ ვინმე? პროექტი რომელზეც უარი განაცხადა ოსურმა მხარემ. ამ პროექტის სანაცვლოდ არ ჯობდა დევნილი სტუდენტები დაგეფინანსებინათ უნივერსიტეტებიდან ქუჩაში რომ ერეკებიან და სწავლა შეუჩერდათ ასობით სტუდენტს?
 ქარქუსოვი ალბათ ახლა სულ მალე შეიხივით მეორე სასახლესაც შეიძენს. ამ ყველაფრის მოკვლევას ვაწარმოებთ ჩვენ დევნილები სულ მალე... თუ კი 2008  წლის აგვისტოს ომთან მიმართებაში   ქართველ ერს სააკაშვილის გასამართლება სურ, ამათ რატო აქვთ ასეთი უპირატესობა რომ დღეს ისევ საკუთრი პოლიტიკის რეალიზება მოახდინონ და ჩვენს სამშობლოში  ჩვენი ქვეყანა მართონ   ფარულად კულისებიდან??
დევნილების უპირველესი მოთხოვნა ,,ქართული პოლიტიკა დიმიტრი სანაკოევისა და ურუსმაგ ქარქუსოვის გარეშე''!!!
ამასთანავე შეეცვალოს სახელი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას, რომლის ჩამოყალიბებამ ასე დააზარალა ქართული მხარე და  დაინიშნოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნები, რამეთუ დიმიტრი სანაკოევი 2006 წლის 12 
ოემბერს ავირჩიეთ ოთხი წლის ვადით სოფელ ერედვში.

პატივისცემით ,,ქართულ-ოსური მისიის'' პასუხისმგებელი მდივანი   
მარინა კაჟაშვილი

28.04.2013

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები