Apr 24, 2013

ბიძინა ივანიშვილი: „ყველა გზავნილი ჩვენს ძმებთან - აფხაზებთან და ოსებთან არის მშვიდობიანი!.. მომავალში რუსეთი გააცნობიერებს, რომ ეს არ არის სასარგებლო მისთვისაც...“


E-mailPrint
1-B-2საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. დღეს, თბილისის დროით 14 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით  გამოვიდა, რომელშიც მოკლედ ჩამოაყალიბა საქართველოს ახალი მთავრობის მთავარი მიმართულებები და ამოცანები ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში.
ამის შემდეგ სხვადასხვა დელეგაციის წევრებმა პრემიერს უამრავი შეკითხვა დაუსვეს. საქინფორმი გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს და მათზე ბიძინა ივანიშვილის პასუხებს.
კითხვა: სად არის გამყოფი ხაზი თქვენსა და პრეზიდენტს შორის კოჰაბიტაციის პროცესში?
ივანიშვილი: ჩვენ ვახერხებთ თანამშრომლობას ყოფილ ხელისუფლებასთან. პირადად ჩემი და ჩვენი გუნდის ძალიან დიდი სურვილია, რომ ორივე მხარემ - პოზიციამაც და ოპოზიციამაც, კინკლაობისა და ჩხუბის ასაცილებლად უნდა მოვახერხოთ ერთად დგომა, რამეთუ ქვეყანაშ არსებობს უამრავი პრობლემა და ჩვენ არა გვაქვს ერთმანეთში საქმის გარჩევის დრო...
თუმცა, გარწმუნებთ, რომ კოჰაბიტაცია და სამართლიანობის
აღდგენა სხვადასხვა რამეა, ერთმანეთში არ ავურიოთ პოლიტიკა და სამართლიანობა. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია ოპოზიციაში და ჩემი დიდი სურვილია, ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთში ვარკვიოთ ურთიერთობები, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და ქვეყანა წინ წავიყვანოთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამართლიანობის აღდგენა და კოჰაბიტაცია განსხავებული ტერმინებია და აზრიც განსხვავებული აქვს.
კითხვა: არსებობს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ვინც საქართველოში აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან შემოვა, ციხეში ხვდება. რას ფიქრობთ ამ კანონის შესახებ?
ივანიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რამე ცვლილება არ იგეგმება. თუ ტერმინი გაქვთ მხედველობაში - ყველა გზავნილი ჩვენს ძმებთან - აფხაზებთან და ოსებთან არის მშვიდობიანი. ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი გზით ვაპირებთ აღვადგინოთ ურთიერთობა და გავაერთიანოთ ჩვენი ტერიტორიები.
ახალი მთავრობა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რუსეთთანაც მხოლოდ მშვიდობიანი რიტორიკით მოვახერხოთ და დავარწმუნოთ, რომ ამ ტერიტორიებთან დამოკიდებულება არც რუსეთისთვის არის სასარგებლო. რადგან, ჩემი ანალიზით, ეს დიდ საფრთხეს უქმნის თვითონ რუსეთს სახელმწიფოს საშინაო თუ საგარეო უშიშროების პოლიტიკის მიმართულებით. მე მგონი, მომავალში რუსეთი გააცნობიერებს, რომ ეს არ არის სასარგებლო მისთვისაც...
.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები