Jan 20, 2013

სააკაშვილმა ყველაფერი გაყიდა და სიხარულით აშენებდა ციხეებს _ რევაზ ძოძუაშვილი



sportiსპორტსმენებს გვაქვს იმის უფლება, რომ გავკიცხოთ წინა ხელისუფლება, _ განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა რევაზ ძოძუაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლესთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, პრეზიდენტს დიდი წვლილი მიუძღვის სპორტსმენების, და კონკრეტულად, ფეხბურთელების განადგურებაში. თუკი სპორტს რაიმე კარგი და ისტორიული ჰქონდა, მათ შორის, ისტორიული სტადიონები, ფიზკულტურის ინსტიტუტი, სააკაშვილმა ყველაფერი გაყიდა და სიხარულით აშენებდა ციხეებს, რომ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები სპორსტსმენები კი არ ყოფილიყვნენ, არამედ ციხეებში გაეტარებინათ თავიანთი ახალგაზრდობა.

მიხეილ სააკაშვილმა სწორედ სპორტულ კორტებთან ამოხოცა ბავშვები, როგორც ძველი ბიჭები, სინამდვილეში კი, ისინი სამივენი სპორტსმენები იყვნენ.
ძოძუაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, დადგნენ ერთად და მოიყვანონ ის პრეზიდენტი, რომელსაც ეყვარება თავისი ქვეყანა და სპორტი.
20.01.2013.

    No comments:

    Post a Comment

    შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






    2010 წლის მეგობრობის შეხვედრები