Jan 20, 2013

პრეზიდენტის რეზიდენციასთან “ღირსების შეკრება” იმართება



mitingi 1მოძრაობა “ერთსულოვნების” ორგანიზებით პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან “ღირსების შეკრება” იმართება . როგორც “ინტერპრესნიუსს” “ერთსულოვნების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა განუცხადა , დღეს უკვე დასრულებულია პრეზიდენტის ხუთწლიანი ვადა და აუცილებელია მან თანამდებობა დატოვოს.
“აუცილებელია დაცული იყოს კონსტიტუცია, რომელშიც ნათლად წერია, რომ საპრეზიდენტო ვადა 5 წელს შეადგენს. დღეს ეს ვადა უკვე გასულია, ამიტომ დღეს ჩვენ გვაქვს “ღირსების შეკრება”, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია”, – აღნიშნა შაშიაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტს უკვე გადაეგზავნა მათი მოთხოვნა, რომ უკანონოდ არ გაუგრძელდეს პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა. “თუ პარალამენტი ამას არ გაითვალისწინებს, პრეზიდენტის შემდგომ საქმიანობაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას დაეკისრება”, – განაცხადა შაშიაშვილმა.

აქვე დღეს სპეციალურად განკუთვნილ კარავში მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვებაც. შაშიაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე ხელი უკვე მილიონზე მეტ ადამიანს აქვს მოწერილი. ამასთან, დღევანდელ აქციას ესწრება რამდენიმე პოლიტპატიმარი.
როგორც “ინტერპრესნიუსს” პოლიტპატიმარმა ტრისტან წითელაშვილმა განუცხადა, ისინი “ერთსულოვნების” მოთხოვნას სოლიდარობას უცხადებენ. ჩვენ, პოლიტპატიმრები უკვე ვიწყებთ კანონის ფარგლებში მოქმედებების განხორციელებას, რომ პრეზიდენტმა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ეს პირველ რიგში იმის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რაც მან ჩაიდინა ქვეყნისა და საკუთარი ხალხის წინაშე, ამასთან, ჩვენს წინაშეც”, – აღნიშნა წითელაშვილმა.
პოლიტპატიმრები დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან განცხადების გაკეთებასაც გეგმავენ.

    No comments:

    Post a Comment

    შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






    2010 წლის მეგობრობის შეხვედრები