Jan 20, 2013

არასამთავრობოები მოითხოვენ, პრეზიდენტის მოვალეობა პარლამენტის თავმჯდომარემ შეასრულოს



iveroniხვალიდან სააკაშვილის მიერ პრეზიდენტის სახელით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ხელისუფლების მითვისებად ჩაითვლება, რადგან მას კონსტიტუციის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დღეს, 24 საათზე საპრეზიდენტო ვადა ეწურება, _ ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლესთან მიმდინარე აქციაზე კოალიცია ,,ერთსულოვნების” ლიდერმა, მიხეილ ანდღულაძემ განაცხადა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ ახალ ხელისუფლებას, რომ ხვალიდან პრეზიდენტის უფლებამოვალეობა პარლამენტის თავმჯდომარემ შეასრულოს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კანონის თანახმად, ხელისუფლების წყაროა ხალხი და მთავრობამ მათი ნება უნდა გაითვალისწინოს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ გაეროს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, პატივისცენ საქართველოს კონტიტუციას.
კოალიცია ,,ერთსულოვნების” ლიდერის ინფორმაციით, აქციები პრეზიდენტის რეზიდენციასთან 24 საათიან რეჟიმში გადავა და ის 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც მან აღნიშნა, ამ დროისათვის სამცხე-ჯავახეთიდან კოლონა მოემართება, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციას შეუერთდება.
20.01.2013.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები