ჩემო სამშობლოვ, მოგილოცავ ახალწლის დილას.
ჩემო სამშობლოვ, შუბლი გახსენ, გიკოცნი მიწას.
რაც გქონდა ძველი გაჭირვება წარსულს ჩაბარდა,
აწი ვერ შეძლებს ვინმემ გკადროს აუგი სიტყვა.
ამ ბედნიერ დღეს ღვინით ვავსებ თიხის ფიალას,
შენ გადღეგრძელებ, როგორც მშობელს ომახიანად.
გილოცავ ზეცას ფირუზივით გაჩირაღდნებულს,
მიწას გილოცავ წინაპრების სისხლით გაჟღენთილს.
იყავ სპეტაკი ისე, როგორც პირველი თოვლი,
უკუნისამდე იდექ მტკიცედ, ვით ციხე თმოგვის.
და ალავერდით გადავდივარ ყველა ქართველთან,
სხივი მოგფინოს გაგანათოს ციურ ნათელმა.
ჩემო სამშობლოვ, მოგილოცავ ახალწლის დილას,
შენი მეკვლე ვარ, სიყვარულით გიკოცნი მიწას.
ავტორი : სისხლის სამართლის პროფესორი, დოქტორი - მალხაზ ლომსაძე

No comments:
Post a Comment