Dec 31, 2012

,,ქართულ-ოსური მისია'' გილოცავთ შობა-ახალ წელს!

E-mail Print
ჩვენო საყვარელო ქართველებო და ოსებო, ჩვენო ძვირფასო დებო და ძმებო, ,,ქართულ-ოსური მისია''   გილოცავთ დამდეგ ახალ 2013 წელს და ქრისტეშობას!
          გასული 2012 წელი საქართველოსთვის ბედითი იყო – 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა, ალბათ, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს არსებობის ისტორიაში პირველად, არა მარტო თავისი არჩევანი გააკეთა, არამედ მისი დაცვაც შეძლო. დიახ, სიკეთემ ბოროტებაზე გაიმარჯვა, სინათლემ სიბნელეს სძლია, მაგრამ ყველაზე ძნელი ჯერ კიდევ წინ გვაქვს: საჭიროა, უკვე მერამდენედ, ქვეყნის ფეხზე დაყენება – მშივრების დაპურება, უმუშევრების დასაქმება, უსახლკაროთათვის თავშესაფრის მიცემა, ძმებსა და მეზობლებთან შერიგება,რომელიც მავანმა და მავანმა ხელოვნურად შექმნა, ქართველი და ოსი დევნილი  მოსახლეობის საკუთარ კერიაზე დაბრუნება...
    ჩვენ , ქართველი ხალხი ღალატს არავის აპატიებს – ის მის მიერ არჩეული ლიდერისგან, უპირველეს ყოვლისა, სამართლიანობასა და მართლმსაჯულებას ითხოვს! ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ სიმართლე ყველაზე და ყველაფერზე. ვინ არის ჩვენი მეგობარი და ვინ – მტერი, მხოლოდ ასე, შავისა და თეთრის ერთმანეთისგან გარჩევით შეიძლება მომავალში ქართული სახელმწიფოს აშენება. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ  და კეთილი იყოს ხვალინდელ დღეს მათი შემობრძანება, ვინც ჭკუას მოუხმობს, საქართველოს მომავალი კი,  საერთო-სახალხო რეფერენდუმმა გადაწყვიტოს!

         ქართულ-ოსური მისიის სრული შემადგენლობა  ქედს ვიხრით 2008 წლის აგვისტოს ომში  დაღუპული  , ჩვენი შვილების- ქართველი და ოსი ახალგაზრდა ჯარისკაცებისა და უდანაშაულო ადამიანების სულის წინაშე...
 ქართველებო და ძმებო ოსებო! გილოცავთ შობა-ახალიწლის დღესასწაულს, დღეგრძელობა და ბედნიერება მოგანიჭოთ უფალმა...ჯანმრთელობასა და სიყვარულს გისურვებთ! დღეგრძელი იყოს საქართველო  ქართველებთან, ოსებთან, აფხაზებთან,რუსებთან,სომხებთან და ჩვენს საყვარელ ებრაელებთან  ერთად! ის კი ვინც ჩვენს შორის წყლის ამღვრევას ცდილობს უფალს ებარებოდეს! ბედნიერება ჩვენს სახლს, უფალმა დაგვლოცოს, გაგვაძლიეროს და გაგვაერთიანოს , ამინ!

31 დეკემბერი 2012 .
პატივისცემით ,,ქართულ-ოსური მისია''


რეზო ამაშუკელი – პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, „ქართულ- ოსური მისიის“ თავმჯდომარე.
 თანათავმჯდომარეები:
 
ლერი ხაბელოვი – საქართველოს პარლამენტის სპორტის  კომიტეტის თავმჯდომარე, მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში.
ფერდინანდ ლორთქიფანიძე -ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე,  ქართულ-ოსური მისიის თანათავმჯდომარე, რუსეთის მხატვართა შემოქმედებითი  კავშირის წევრი, საქართველოს  არქიტექტორთა და მშენებელთა  საენციკლოპედიო- საგამომცემლო ფონდის ,, ენციკლოპედია''- ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების უხუცესთა წევრი.
მერაბ ჯიბლაძე –  ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
რობერტ ბაბლიძე – აკადემიკოსი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
რომან რურუა - საზოგადო მოღვაწე, მსოფლიო, ევროპის და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი ჭიდაობაში.
გიორგი ავსაჯანიშვილი – რესპუბლიკის დამსახურებული არქიტექტორი, საქართველოს, სსრკ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოსტა ხეთაგუროვის პრემიის ლაურეატი, სამხატვრო ასკადემიის პროფესორი.
თეიმურაზ შაშიაშვილი – პარტია „თეთრების“  თავმჯდომარე,   გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიიის წევრი.
დიმიტრი ჯაიანი – საქართველოს სახალხო არტისტი, სახლმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიიის ლაურეატი, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, უკრაინის სახელმწიფოს ,,პრესტიჟის” ორდენის კავალერი.
შალვა წიკლაური - პოლიტემიგრანტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციიის EGFM -ის გერმანული სექციის წევრი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი.
ვასილ კადენეცი – საქართველოს კაზაკთა უმაღლესი ატამანი, აფხაზეთიდან დევნილი.გენერალ-ლეიტენანტი, ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი.
ვალერი ჩხეიძე- გენერალ-ლეიტენანტი, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
თამაზ ჭეიშვილი – ჟურნალისტი
ინესა იამანიძე – ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს პედაგოგიური მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საავტორო სკოლის დამფუძნებელი.
მარინა კაჟაშვილი – პედაგოგი,  დევნილი ცხინვალიდან, სამხრეთ ოსეთის  ადმინისტრაციის ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ქართულ-ოსური მისიის მდივანი.
ნათია ავსაჯანიშვილი – პოეტი.
ლილი ხურითი – სოხუმის დრამატური თეატრის მსახიობი, ვერიკო ანჯაფარიძის პრემიის ლაურეატი; გ.შერვაშიძის პრემიის ლაურეატი.
ნანა ხურითი -ხელოვნებათმცოდნე.
შორენა მარსაგიშვილი-ჟურნალისტი,  ,,გაზეთი ახალი თაობის '' რედაქტორის მოადგილე
ნარგიზა ლომთაძე- ჟურნალისტი,ღირსების მედლის კავალერი, წიგნის ,,უკვდავება''-ს ორი ტომის მთავარი რედაქტორი, ( წიგნი ეძღვნება სამაჩაბლო-ახაზეთში დაღუპულთა ხსოვნას) შეიარაღებული ძალების ვეტერანი.
შორენა დარჩია – ჟურნალისტი.
ნონა ხუბულოვი – პედაგოგი.
გიორგი გაგლოევი-მშენებელი, კავკასიის სახლის პრეზიდენტი.
გიმრი ბაწელიშვილი-ფერმერი გურჯაანიდან.
მამა ელიზბარი

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები