1:12 01-01-2013
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ახალი წელი მიულოცა ქართველ ჯარისკაცებს, აფხაზებსა და ოსებს, ემიგრანტებს."ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვულოცავ ჩვენ საამაყო ჯარისკაცებს , რომლებიც სამშობლოსგან მოწყვეტილები საქართველოს სახელმწიფოს იცავენ! ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და მჯერა, რომ ჩვენ მოვძებნით ერთმანეთის გულებისკენ მიმავალ გზებს, აღვადგენთ ურთიერთობებს და საერთო მომავალზე ერთად ვიზრუნებთ. ვულოცავ მთელ მსოფლიოში გაფანტულ ჩვენს ემიგრანტებს და ვუსურვებ სამშობლოში დაბრუნებას. ვულოცავ ყველას, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა და ეთნიკური კუთვნილების",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა საახალწლო გამოსვლაში.
მისივე თქმით, ახალი წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. მთავარია გვახსოვდეს, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ყველაფერს!
"ვულოცავ ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს უცხოელ მეგობრებს! ღიმილით შევეგებოთ ახალ 2013 წელს და გვქონდეს რწმენა იმისა, რომ ახალი წელი ჩვენი ოცნებების ასრულებას დაუდებს დასაბამს. გილოცავთ და მჯერა, რომ 2013 წელი საქართველოსთვის მშვიდობისა და წინსვლის წელიწადი იქნება",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ქართულ-ოსური მისია
No comments:
Post a Comment