ცნობილმა ფეხბურთელმა, მანუჩარ მაჩაიძემ დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად ვაქვეყნებთ
“მე, მანუჩარ მაჩაიძე, ჩემი მეგობრების: რეზო ძოძუაშვილის, ომარ მხეიძის, გუჯა ბურდულის, პაატა ცნობილაძის,რამაზ ყურაშვილის, მიხეილ ანდღულაძის, თემურ შაშიაშვილის სახელით, ბატონი რეზო ჩხეიძის, კოალიცია „ერთსულოვნებაში“ გაერთიანებული 70-ზე მეტი ორგანიზაციის და ერთ მილიონზე მეტი ხელმომწერის დავალებით ვაცხადებ:
დღეს, 24 იანვარს 18:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან, „ღირსების შეკრების“ ფარგლებში – ვდგებით ცოცხალ ჯაჭვში პრეზიდენტის სასახლის ირგვლივ და საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მეგობრების, მსოფლიო საზოგადოების გასაგონად ვაცხადებთ:
„საქართველოს ჰყავს თვითმარქვია პრეზიდენტი!“
დავდგეთ ერთად და დავიცვათ საკუთარი და ქვეყნის ღირსებაც!
დავდგეთ ერთად და ღირსებით ვიბრძოლოთ დემოკრატიისა და სამართლიანობისათვის საქართველოში!
დავდგეთ ერთად და უარი ვუთხრათ მატყუარა და ძალაუფლების მოყვარულ, სიხარბით სავსე მიხეილ სააკაშვილის მმართველობას, მის რეჟიმს!
დღეს, საღამოს 18:00 საათზე პრეზიდენტის სასახლესთან!
გავხდეთ ამ ისტორიული პროცესის მონაწილე!
გვფარავდეს ღმერთი მომავლის საქართველოსათვის ბრძოლაში!”
მანუჩარ მაჩაიძე
2013 წლის 24 იანვარი
2013 წლის 24 იანვარი

No comments:
Post a Comment