
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც მას რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენაში შეაქვს, - ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მათივე ინფორმაციით, ილია მეორის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მოსკოვში, ნოვო-ოგარევოს საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა, რომელსაც სრულიად მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი კირილიც ესწრებოდა.
"განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენ, დღევანდელ მძიმე პირობებში, მხედველობაში მაქვს არც თუ ისე იოლი ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, ყველაფერს აკეთებთ, რათა ხელი შეუწყოთ ჰუმანიტარული, კულტურული და სულიერი კონტაქტების შენარჩუნებას მოძმე ერებს შორის", - მიმართა პუტინმა ილია მეორეს.
რუსეთის პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადებიდან 80 და ინტრონიზაციიდან 35 წლის იუბილე მიულოცა, ასევე, მიულოცა მართლმადიდებელი ერთობის ფონდის პრემიის მინიჭება.
23.01.2013.
|
No comments:
Post a Comment