სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა შეიძლება, ნორმალური იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მისი ძირძველი ტერიტორიები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაუბრუნდება.
როგორც "პირWელს" საპატრიარქოდან აცნობეს, ამის შესახებ უწმინდესმა მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.
"მომეცა შესაძლებლობა სიყვარულით მოგესალმოთ ყველას. როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენი შეხვედრის მიზეზი არის ის ფაქტი, რომ მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდმა, რომელსაც ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი არკადის ძე ალექსეევი ხელმძღვანელობს, პრემიით დამაჯილდოვა. ეს ფონდი მთელ მსოფლიოში კარგადაა ცნობილი მშვიდობისმყოფელი მოღვაწეობით;
ფონდის მიერ დაჯილდოებული იყვნენ ცნობილი პოლიტიკური, რელიგიური და კულტურული მოღვაწეები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მართლმადიდებლობის და ზოგადად ქრისტიანობის განვითარებასა და განმტკიცებაში. დღეს, როდესაც ამ პრემიას ვიღებ, მას მივიჩნევ არა როგორც ჩემი ღვაწლის შედეგს, არამედ, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ხალხის დამსახურებას, რომელმაც, მიუხედავად კომუნისტური და პოსტკომუნისტური პერიოდის სერიოზული სიძნელეებისა, უსაზღვრო სიყვარული ღვთისადმი გამოავლინა და ათასობით ეკლესია და მონასტერი აღადგინა, აღიდგინა სულიერება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი დაჯილდოება იმ ფონზე მოხდა, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის დამოკიდებულება რთულია და მხოლოდ რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიების ძალისხმევით არის შენარჩუნებული სულიერი კავშირი და კეთილი ურთიერთობა. ვფიქრობ, დღევანდელი მოვლენა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენს სახელმწიფოებს შორის კავშირის აღდგენასაც. მე ადრეც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის შეიძლება, ნორმალური იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართლიანობა იზეიმებს და საქართველოს მისი ძირძველი ტერიტორიები _ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაუბრუნდება, რაც კავკასიაში რთული პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი მთავარი პირობა იქნება. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. საუკუნეების მანძილზე მან მრავალი განსაცდელი გადაიტანა, მაგრამ სიძნელეებს ყოველთვის ღირსეულად უმკლავდებოდა. დარწმუნებული ვართ, რომ ღვთის წყალობით და რუსეთისა და საქართველოს (ბუნებრივია, იგულისხმება აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც) ბრძენი და ძლიერი პიროვნებების თანადგომით, ადრე თუ გვიან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უკეთესია ყველასთვის. საქართველოში ჩვენ წამოვწიეთ ხალხთა შორის ურთიერთობის სამი ასპექტი, სამი ფასეულობა, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობის და სამართლიანობის დამყარებას, როგორც ცალკეულ პიროვნებებს, ისე ხალხებს შორის; ეს არის - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი: მართლმადიდებლური რწმენა ღვთისა, სამშობლოს სიყვარულის გაცნობიერება და ადამიანი, როგორც უდიდესი ფასეულობა. ვისთვისაც ძვირფასია ეს ღირებულებები, იგი არასოდეს მიაყენებს ზიანს არც სხვა ადამიანს და არც ქვეყანას. უნდა ვეცადოთ, განვამტკიცოთ ეს გრძნობები ჩვენში თუ გვსურს, ვიყოთ ამ სოფლად ღირსეული პიროვნებები და ზეცის მოქალაქენი. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას ჩემთვის ასეთი მაღალი ჯილდოს გადმოცემისთვის. გამოსვლა კი მინდა დავამთავრო იოანე ოქროპირის სიტყვებით: `მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის", - ბრძანა უწმინდესმა.როგორც "პირWელს" საპატრიარქოდან აცნობეს, ამის შესახებ უწმინდესმა მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.
"მომეცა შესაძლებლობა სიყვარულით მოგესალმოთ ყველას. როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენი შეხვედრის მიზეზი არის ის ფაქტი, რომ მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდმა, რომელსაც ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი არკადის ძე ალექსეევი ხელმძღვანელობს, პრემიით დამაჯილდოვა. ეს ფონდი მთელ მსოფლიოში კარგადაა ცნობილი მშვიდობისმყოფელი მოღვაწეობით;
10:44 24.01.2013

No comments:
Post a Comment