Dec 12, 2012

აშშ სერგეი ლავროვისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შესაძლებლობას მიესალმება

20:39 / 10-12-2012
 
აშშ სერგეი ლავროვისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შესაძლებლობას მიესალმება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა .

"ჩვენ მივესალმებით ბატონი ლავროვისა და აბაშიძის შეხვედრის შესაძლებლობას და მიგვაჩნია, რომ ეს კარგია როგორც საქართველოს, ისე რუსეთისთვის და ვიმედოვნებთ, ეს ურთიერთობა განვითარდება. უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ მხარს უჭერს ყველა ქვეყნის უფლებას რეგიონში, განავითაროს საკუთარი უსაფთხოების სისტემა და ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველო თავისუფალია, რათა აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების დაცვა. სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა განაცხადა, რომ ამ პრინციპს მხარს დავუჭერდით", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გაიმართება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებს შვეიცარია უმასპინძლებს და მასში რუსეთის მხრიდან მონაწილეობას მიიღებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. 

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/67207-ashsh-sergei-lavrovisa-da-zurab-abashidzis-shekhvedris-shesadzleblobas-miesalmeba.html#ixzz2EoZH07DU

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები