ქართულ-ოსური მისიის წარმომადგენლები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ილია II აპირებენ შეხვედრას. მისიის წარმომადგენლები მასთან კონსულტაციის გავლას აპირებენ. უწმინდესისათვის გასაგზავნი წერილის ტექსტი მისიამ საგანგებო სხდომაზე შეიმუშავა.
თქვენო უწმიდესობავ, „ქართულ-ოსური მისია“, “საქართველოს ხალხთა ასამბლეის” და მისი ხელმძღვანელის, ბატონი გოჩა ძასოხოვის ინიციატივითა და მხარდაჭერით, იმყოფებოდა ჩრდილოეთ ოსეთში, მის დედაქალაქ ვლადიკავკაზში.
ეს იყო პრაქტიკულად პირველი დელეგაცია, რომელიც ტრაგიკული 8 აგვისტოს შემდგომ ეწვია ჩრდილოეთ ოსეთს, მოაწყო დიდი შეხვედრები, როგორც ოსებთან, ასევე ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებ ქართველებთან.
ჩვენ ვართ ბედნიერნი, რომ ვნახეთ სახლი, სადაც თქვენ დაიბადეთ, სკოლა, რომელთანაც თქვენ ურთიერთობა გქონდათ… ვილოცეთ ეკლესიაში, რომელშიაც თქვენ მოინათლეთ… დიდი რელიგიური დღესასწაული “ლომისობა” აღვნიშნეთ, როგორც ჩრდილოეთ ოსეთში ქართველებთან ერთად, ასევე ყაზბეგში და ჩვენი მისია დავასრულეთ ამ რაიონის სოფელ სნოში, სადაც თქვენ ქართული კულტურის ცენტრი დააარსეთ.
თქვენი ეპისტოლეებიდან და ქადაგებებიდან გამომდინარე, ჩვენ ბევრს ვფიქრობთ ქართველთა და ოსთა ტრადიციული მეგობრობის გაძლიერებაზე გვინდა, რომ ჩვენს მიერ დაფუძნებულმა მისიამ გამოკვეთილი როლი შეასრულოს ამ კეთილშობილურ საქმეში. გვაქვს უამრავი კონკრეტული წინადადება დაწყებული უდიდესი საქმით - ვლადიკავკაზში ქართული ეკლესიის აღდგენით, ამავე ქალაქში ქართული სკოლის გაძლიერებით - დამთავრებული ცხინვალსა და საერთოდ სამაჩაბლოში ჩვენს ოს ძმებთან ერთად კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ბიზნესის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.“
„ქართულ-ოსური მისიის“ წევრებმა მიმართეს პატრიარქს შეხვედრის მოთხოვნით ამ წინადადებების განხილვისათვის.
მისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს ხალხთა ასამბლეის პრეზიდენტის, ბატონი გოჩა ძასოხოვის წინადადებას მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში ქართველი და რუსი მეცნიერების, კულტურის მოღვაწეების დიალოგის დაწყების თაობაზე. მისიის წევრებს უმნიშვნელოვანესად მიაჩნიათ წინადადება საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება თემაზე „მშვიდობიანი კავკასია“ .
მისიამ მოისმინა ბატონ ფერდინანდ ლორთქიფანიძის ინფორმაცია სანქტ-პეტერბურგში ილია ჭავჭავაძის 175 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეში მისი მონაწილეობის თაობაზე და მიიღო გადაწყვეტილება გაგრძელდეს ურთიერთობა პეტერბურგის ქართულ დიასპორასთან მეცნიერების, კულტურის, ბიზნესის მიმართულებებით.
მისიის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს საერთო-სახალხო მოძრობა „ლაზარეს“ დაფუძნებას, მხარი დაუჭირეს ხელმოწერების პროცესს პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით, მოიწონეს საქართველოს სახალხო დამცველად უჩა ნანუაშვილის დამტკიცება.
განსაკუთრებული და მართლაც ისტორიული უწოდეს მისიის წევრებმა პარლამენტის დადგენილებას პოლიტპატიმრებსა და პოლიტდევნილებთან დაკავშირებით. ხაზგასმით ითქვა, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, რომ ჯერ კიდევ უამრავი ადამიანია ქვეყნიდან პოლიტიკური მოტივებით დევნილი. სამწუხარო უწოდეს მისიის წევრებმა იმ ისტერიას, რომელიც სააკაშვილისა და ნაციონალების უცხოელ მხარდამჭერთა მიერ არის ატეხილი ახალი მთავრობის ქმედებების გამო,-აცხადებს ,,ახალ თაობასთან'' საუბარში მისიის ერთ-ერთი დამფუძნებელი თემურ შაშიაშვილი.
პარლამენტმა პოლიტდევნილის სტატუსი 25 ადამიანს მიანჭა. ამ სიაში ვერ მოხვდა საქართველოდან დევნილი ბიზნესმენი გოჩა ძასოხოვი. არადა , ის ამ სტატუსის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული კანდიდატი იყო.
პარლამენტმა პოლიტდევნილის სტატუსი 25 ადამიანს მიანჭა. ამ სიაში ვერ მოხვდა საქართველოდან დევნილი ბიზნესმენი გოჩა ძასოხოვი. არადა , ის ამ სტატუსის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული კანდიდატი იყო.
„ქართულ-ოსური მისიის“ წევრებმა კიდევ ერთხელ მიმართეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ეკატერინე ბესელიას და საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვილს თხოვნით გამოძიებულ იქნას გაზეთებისა და თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული, საქართველოს მოსახლეობისადმი „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტის ბატონ გოჩა ძასოხოვის მიმართვაში წარმოდგენილი ფაქტები, დადგინდეს სიმართლე, მიენიჭოს მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი.
მისიის წევრებმა განიხილეს და მოიწონეს „თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადება „სულმოკლეობა დამღუპველია“ , რომელშიც ხაზგასმულია, რომ „ყალბი, სიცრუეზე აგებული და ბუტაფორიული პოლიტიკიდან - რეალურ აკადემიურ პოლიტიკაზე გადასვლა, მით უფრო მაშინ, როცა, სამწუხაროდ, დასავლეთში პირველს უფრო უჭერენ მხარს, ვიდრე მეორეს–ხელისუფლების შეფასებებში ზომაზე მეტად ზომიერები უნდა ვიყოთ... დღეს საშიშია ჩასაფრებული ნაცმოძრაობა, ჩასაფრებული სააკაშვილი და საშიშია ის ხალხი, ვინც თანამდებობაზე არმოხვედრის გამო განაწყენდა. ნაციონალების მიერ დაქცეულ ქვეყანაში თანამდებობაზე ფიქრი უარესია, ვიდრე „ნაციონალობა“. მე ამას სულმოკლეობას დავარქმევდი. სულმოკლეობა დამღუპველია!“
მისიის წევრებმა გაიზიარეს „თეთრების“ წინადადება, რომ დღეს მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება სამ მთავარ საკითხთან დაკავშირებით:
1. მოწვეულ იქნან უცხოელი ექსპერტები და მათ შეისწავლონ - საქართველო აყვავდა, როგორც ამას სააკაშვილი და მისი მფარველები ამბობენ, თუ დაიქცა, როგორც ამას ქართველი მეცნიერებისა და ექსპერტების დასკვნები ამტკიცებენ;
2.მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გასამართლება. არ ვგულისხმობთ ვინმეს მიმართ რეპრესიული ზომების მიღებას, ვგულისხმობთ პოლიტიკურ სასამართლოს - „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიურ გაასამართლებას. შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით.
3.აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში, ან ჩატარდეს საერთო-სახალხო რეფერენდუმი იმავე მიზნით.
არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო ადასტურებს ჩვენი პოზიციების სისწორეს.
მისიის წევრები თვლიან, რომ არასამთვრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ უნიკალურ პროექტს „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“. საერთოდ მისიის წევრები თვლიან, რომ უნდა გაძლიერდეს სამოქალაქო კონტროლი ხელისუფლებაზე.
მისიის წევრებმა დაადასტურეს პოზიცია იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეიძლება იწოდებოდეს ოპოზიციად, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითრებისათვის საჭიროა ფორმირდეს დღევანდელი მმართველი პოლიტიკური გუნდის კონსტრუქციული ოპოზიცია.
მისიის წევრებმა მოიწონეს წინადადება ქუთაისში გამგზავრებისა და იქ, სადაც აღმართული იყო თანამედროვეობის უდიდესი მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის „დიდების მემორიალი“, ღონისძიების ჩატარების თაობაზე. მისი ჩატარება განსაზღვულია 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, სწორედ იმ დღეს, როდესაც სააკაშვილის უზნეო გადაწყვეტილებით ააფეთქეს „ქართულ ბიბლიად“ და „ქართულ ფილოსოფიურ ტრაქტატად“ წოდებული მემორიალი.
ეს მემორიალი მხოლოდ იმიტომ ააფეთქეს,რომ აქ პარლამენტის სენობა აეგოთ. სააკაშვილმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქიდან ქუთაისში გადაეტანა. მას საზოგადოების პროტესტისათვის ანგარიში არ გაუწევია. ახალი პარლამენტის აშენებაზე უარი არც მაშინ თქვა , როცა მემორიალის აფეთქებას 2 ადამიანი შეეწირა.
ეს მემორიალი მხოლოდ იმიტომ ააფეთქეს,რომ აქ პარლამენტის სენობა აეგოთ. სააკაშვილმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქიდან ქუთაისში გადაეტანა. მას საზოგადოების პროტესტისათვის ანგარიში არ გაუწევია. ახალი პარლამენტის აშენებაზე უარი არც მაშინ თქვა , როცა მემორიალის აფეთქებას 2 ადამიანი შეეწირა.
დღეს ჩვენი დეპუტატები ახალ შენობაში სხედან, რომლის აშენებაც ბიუჯეტს თითქმის 400 მილიონი დაუჯდა. ახალი ხელისუფლება ამ შენობაში მუშაობას არ აპირებს. იმისათვის, რომ საკანონმდებლო ორგანო თბილისს დაუბრუნდეს, საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო. მეოცნებეები ამბობენ, რომ ამ ცვლილებების მიღება შეუძლიათ.
რაც შეეხება ქართულ-ოსურ მისიას, იმედი ვიქონიოთ, რომ მისია უფრო აქტიურად იმუშავებს. ცხინვალის და აფხაზეთის მიმართულებით მათ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი.
შორენა მარსაგიშვილი
რაც შეეხება ქართულ-ოსურ მისიას, იმედი ვიქონიოთ, რომ მისია უფრო აქტიურად იმუშავებს. ცხინვალის და აფხაზეთის მიმართულებით მათ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი.
შორენა მარსაგიშვილი
No comments:
Post a Comment