Dec 12, 2012

მინსკი რუსეთის ხელისუფლებასთან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს აღარ განიხილავს


 09:21 12-12-2012

 ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მინსკი რუსეთის ხელისუფლებასთან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთი...ს აღიარების საკითხს აღარ განიხილავს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლუკაშენკომ ევროპული და აზიური მედიის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე განაცხადა, რომელშიც დსთ-ს წევრი ქვეყნების, საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მთავარი რედაქტორების კლუბის წევრები მონაწილეობენ.
მისივე თქმით, ეს საკითხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ბოლო შეხვედრის დროს საერთოდ არ განხილულა. ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება გაამახვილოს აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების პრობლემაზე.
"არ არის საჭირო დღეს თავდაცვის მინისტრების ან პოლიტიკოსების დაჭერა. დიდი ბოდიში, რომ ვერევი ამაში, მაგრამ ახლა საჭიროა საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა", - აღნიშნა ლუკაშენკომ და დასძინა, რომ ეს საკითხი არის აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების მოგვარება.

  "ინტერპრესნიუსი"
 
 

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები