Dec 10, 2012

ქართველებს, ოსებს და აფხაზებს ერთმანეთის გარეშე არ გვაქვს მომავალი


ქართულ-ოსური მისიის სხდომა
პრეს-რელიზი



დღეს გაიმართა „ქართულ-ოსური მისიის“ სხდომა, რომელსაც უძღვებოდა მისი თავმჯდომარე პოეტი რეზო ამაშუკელი. მისიის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს,რომ ქართველთა და ოსთა ტრადიციული მეგობრობა დიდი მონაპოვარია იგი უნდა გაგრძელდეს, მიეცეს მას ადამიანური სახე, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ  დაკარგული აქვს.


მისიის წევრებმა მიიღეს უწმიდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორესადმი გასაგზავნი წერილის ტექსტი, რომელშიც ნათქვამია:

თქვენო უწმიდესობავ, „ქართულ-ოსური მისია“, “საქართველოს ხალხთა ასამბლეისდა მისი ხელმძღვანელის, ბატონი გოჩა ძასოხოვის ინიციატივითა და მხარდაჭერითიმყოფებოდ ჩრდილოეთ ოსეთში, მის დედაქალაქ ვლადიკავკაზში.

ეს იყო პრაქტიკულად პირველი დელეგაცია, რომელიც ტრაგიკული 8 აგვისტოს შემდგომ ეწვია ჩრდილოეთ ოსეთს, მოაწყო დიდი შეხვედრები, როგორც ოსებთან, ასევე ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებ ქართველებთან.
ჩვენ ვართ ბედნიერნი, რომ ვნახეთ სახლი, სადაც თქვენ დაიბადეთ, სკოლა, რომელთანაც თქვენ ურთიერთობა გქონდათვილოცეთ ეკლესიაში, რომელშიაც თქვენ მოინათლეთდიდი რელიგიური დღესასწაულილომისობააღვნიშნეთ, როგორც ჩრდილოეთ ოსეთში ქართველებთან ერთად, ასევე ყაზბეგში და ჩვენი მისია დავასრულეთ ამ რაიონის სოფელ სნოში, სადაც თქვენ ქართული კულტურის ცენტრი დააარსეთ.
 თქვენი ეპისტოლეებიდან და ქადაგებებიდან გამომდინარე, ჩვენ ბევრს ვფიქრობთ ქართველთა და ოსთა ტრადიციული მეგობრობის გაძლიერებაზე  გვინდა, რომ ჩვენს მიერ დაფუძნებულმა მისიამ  გამოკვეთილი როლი შეასრულოს ამ კეთილშობილურ საქმეში. გვაქვს უამრავი კონკრეტული წინადადება დაწყებული უდიდესი საქმით - ვლადიკავკაზში ქართული ეკლესიის აღდგენით, ამავე ქალაქში ქართული სკოლის გაძლიერებით - დამთავრებული ცხინვალსა და საერთოდ სამაჩაბლოში ჩვენს ოს ძმებთან ერთად კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ბიზნესის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.

„ქართულ-ოსური მისიის“ წევრებმა მიმართეს პატრიარქს შეხვედრის მოთხოვნით ამ წინადადებების განხილვისათვის.

მისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს ხალხთა ასამბლეის პრეზიდენტის, ბატონი გოჩა ძასოხოვის წინადადებას მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში ქართველი და რუსი მეცნიერების, კულტურის მოღვაწეების დიალოგის დაწყების თაობაზე. მისიის წევრებს უმნიშვნელოვანესად მიაჩნიათ წინადადება საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება თემაზე „მშვიდობიანი კავკასია“ .

მისიამ მოისმინა ბატონ ფერდინანდ ლორთქიფანიძის ინფორმაცია სანქტ-პეტერბურგში ილია ჭავჭავაძის 175 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეში მისი მონაწილეობის თაობაზე და მიიღო გადაწყვეტილება გაგრძელდეს ურთიერთობა პეტერბურგის ქართულ დიასპორასთან მეცნიერების, კულტურის, ბიზნესის მიმართულებებით.

მისიის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს საერთო-სახალხო მოძრობა „ლაზარე დაფუძნებას, მხარი დაუჭირეს ხელმოწერების პროცესს პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით, მოიწონეს საქართველოს სახალხო დამცველად უჩა ნანუაშვილის დამტკიცება.

განსაკუთრებული და მართლაც ისტორიული უწოდეს მისიის წევრებმა პარლამენტის დადგენილებას პოლიტპატიმრებსა და პოლიტდევნილებთან დაკავშირებით. ხაზგასმით ითქვა, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, რომ ჯერ კიდევ უამრავი ადამიანია ქვეყნიდან პოლიტიკური მოტივებით დევნილი. სამწუხარო უწოდეს მისიის წევრებმა იმ ისტერიას, რომელიც სააკაშვილისა და ნაციონალების უცხოელ მხარდამჭერთა მიერ არის ატეხილი ახალი მთავრობის ქმედებების გამო.

„ქართულ-ოსური მისიის“ წევრებმა კიდევ ერთხელ მიმართეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ეკატერინე ბესელიას და  საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვილს თხოვნით  გამოძიებულ იქნას გაზეთებისა და თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული, საქართველოს მოსახლეობისადმი  „საქართველოს ხალხთა   ასამბლეის“ პრეზიდენტის ბატონ გოჩა ძასოხოვის  მიმართვაში წარმოდგენილი ფაქტები, დადგინდეს სიმართლე, მიენიჭოს მას პოლიტიკური დევნილის  სტატუსი.

მისიის წევრებმა განიხილეს და მოიწონეს „თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადება „სულმოკლეობა დამღუპველია“ , რომელშიც ხაზგასმულია, რომ „ყალბი, სიცრუეზე აგებული და ბუტაფორიული პოლიტიკიდან - რეალურ აკადემი პოლიტიკაზე გადასვლა, მით უფრო მაშინ, როცა, სამწუხაროდ,  დასავლეთში პირველს უფრო უჭერენ მხარს, ვიდრე მეორესხელისუფლების შეფასებებში ზომაზე მეტად ზომიერები უნდა ვიყოთ... დღეს საშიშია ჩასაფრებული ნაცმოძრაობა, ჩასაფრებული სააკაშვილი და საშიშია ის ხალხი, ვინც თანამდებობაზე არმოხვედრის გამო განაწყენდა.  ნაციონალების მიერ დაქცეულ ქვეყანაში  თანამდებობაზე ფიქრი უარესია, ვიდრე „ნაციონალობა“. მე ამას  სულმოკლეობას დავარქმევდი. სულმოკლეობა დამღუპველია!“

მისიის წევრებმა გაიზიარეს „თეთრების“ წინადადება, რომ დღეს მთავარია  პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება სამ მთავარ საკითხთან დაკავშირებით:

1. მოწვეულ იქნან უცხოელი ექსპერტები და მათ შეისწავლონ - საქართველო აყვავდა, როგორც ამას სააკაშვილი და მისი მფარველები ამბობენ, თუ დაიქცა, როგორც ამას ართველი მეცნიერებისა და ექსპერტების დასკვნები ამტკიცებენ;
2.მოხდესნაციონალური მოძრაობისპოლიტიკური გასამართლება. არ ვგულისხმობთ ვინმეს მიმართ რეპრესიული ზომების მიღებას, ვგულისხმობთ პოლიტიკურ სასამართლოს -ნაცმოძრაობიდეოლოგიურ გაასამართლებ. შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით.
3.აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში, ან ჩატარდეს საერთო-სახალხო რეფერენდუმი იმავე მიზნით.
არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო ადასტურებს ჩვენი პოზიციების სისწორეს.

მისიის წევრები თვლიან, რომ არასამთვრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები უნდა  დაუბრუნდნენ უნიკალურ პროექტს „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“. საერთოდ მისიის წევრები თვლიან, რომ უნდა გაძლიერდეს სამოქალაქო კონტროლი ხელისუფლებაზე.

მისიის წევრებმა დაადასტურეს პოზიცია იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეიძლება იწოდებოდეს ოპოზიციად, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითრებისათვის საჭიროა ფორმირდეს დღევანდელი მმართველი პოლიტიკური გუნდის  კონსტრუქციული ოპოზიცია.

მისიის წევრებმა მოიწონეს წინადადება ქუთაისში გამგზავრებისა და იქ, სადაც აღმართული იყო თანამედროვეობის უდიდესი მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის „დიდების მემორიალი“, ღონისძიების ჩატარების თაობაზე. მისი ჩატარება განსაზღვულია 19 დეკემბერს,  ნიკოლოზობას, სწორედ იმ დღეს, როდესაც სააკაშვილის უზნეო გადაწყვეტილებით ააფეთქეს „ქართულ ბიბლიად“ და „ქართულ ფილოსოფიურ ტრაქტატად“ წოდებული მემორიალი.

მისიის წევრებმა 70 წლისთავის იუბილე მიულოცეს ლეგენდარულ სპორტსმენს, მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონს ჭიდაობაში, რომან რურუას.

„ქართულ-ოსური“ მისიის მდივნად ერთხმად იქნა არჩეული დევნილი სამაჩაბლოდან მარინა კაჟაშვილი. ის წლების განმავლობაში მუშაობდა პედაგოგად ცხინვალში, იყო ცხინვალის უნივერსიტეტის ლექტორი, ბოლოს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის იუსტიციის მინისტრი.



„ქართულ-ოსური მისიის“ პრეს-სამსახური
2012 წლის 8 აგვისტო

საკონტაქტო პირი: მარინა კაჟაშვილი ტელ.: 571 67 84 54

P.S. „ქართულ-ოსური მისიის“ თავმჯდომარეა, ცნობილი პოეტი და მოღვაწე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი- ბატონი რეზო ამაშუკელი და მისიის  წევრები არიან, საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებები: მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში - რომან რურუა, საქართველოს სახალხო არტისტი - დიმა ჯაიანი, პროფესორები - მერაბ ჯიბლაძე და რობერტ ბაბლიძე, პარტია „თეთრების“ ლიდერი - თემურ შაშიაშვილი, პოლიტემიგრანტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის SGFM-ის გერმანული სექციის წევრი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი- შალვა წიკლაური, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოსტა ხეთაგუროვის პრემიის ლაურეატი - გიორგი ავსაჯანიშვილი, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საავტორო სკოლის დამფუძნებელი- ინესა იამანიძე, საქართველოს კაზაკთა უმაღლესი ატამანი, აფხაზეთიდან დევნილი- ვასილ კადენეცი, მისიის თანათავმჯდომარე ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რუსეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა საენციკლოპედიო-საგამომცემლო ფონდის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების უხუცესთა საბჭოს წევრი - ფერდინანდ ლორთქიფანიძე, პოეტი -ნათია ავსაჯანიშვილი, მსახიობები - ლილი და ნანა ხურითები, ჟურნალისტები - შორენა დარჩია, თამაზ ჭეიშვილი, ნარგიზა ლომთაძე, ცხინვალიდან დევნილები - პედაგოგი ნონა ხუბულოვი,, ცხინვალის ადმინისტრაციის ყოფილი იუსტიციის მინისტრი მარინა კაჟაშვილი, მშენებელი, კავკასიის სახლის პრეზიდენტი - გიორგი გაგლოევი, ფერმერი - გიმრი ბაწელიშვილი სასულიერო პირი -  მამა ელიზბარი





No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები