Dec 8, 2012

თემურ შაშიაშვილი: სულმოკლეობა დამღუპველია




·         ნაციონალების მიერ დაქცეულ ქვეყანაში  თანამდებობაზე ფიქრი უარესია, ვიდრე „ნაციონალობა“.
·         არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო ადასტურებს ჩვენი პოზიციების სისწორეს.



დღეს „ქართულ ოსური მისიის“ სხდომაზე თემურ შაშიაშვილსი მიერ გაკეთებული განცხადება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით.

„ყალბი, სიცრუეზე აგებული და ბუტაფორიული პოლიტიკიდან  -   რეალურ აკადემი პოლიტიკაზე გადასვლა, მით უფრო მაშინ, როცა, სამწუხაროდ,  დასავლეთში პირველს უფრო უჭერენ მხარს, ვიდრე მეორესხელისუფლების შეფასებებში ზომაზე მეტად ზომიერები უნდა ვიყოთ... ბიძინა ივანშვილს დღეს მეტი მხარდაჭერა ჭირდება, ვიდრე არჩევნების წინ...მე ყველაზე მეტად მაქვს მასზე განაწყენების უფლებახ და საფუძველიც, მაგრამ ქვეყნის ბედი უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი თანამდებობა, სიმპათია თუ ანტიპათია.

კიდევ ერთი, მიუხედავად აზრთა სხვაობისა, მიუხედავად იმისა რომ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით ბევრი შეკთხვა მიჩნდება,–ასეთი კარგი მთავრობა,როგორც წესიერების, ასევე პროფესიონალიზმის თვალსაზრისით საქართველოს არ ყოლია...... დღეს საშიშია ჩასაფრებული ნაცმოძრაობა, ჩასაფრებული სააკაშვილი და საშიშია ის ხალხი, ვინც თანამდებობაზე არმოხვედრის გამო განაწყენდა.  ნაციონალების მიერ დაქცეულ ქვეყანაში  თანამდებობაზე ფიქრი უარესია, ვიდრე „ნაციონალობა“. მე ამას  სულმოკლეობას დავარქმევდი. სულმოკლეობა დამღუპველია!“

დაპირებისამებრ, „თეთრები“ ვამზადებთ საჯარო მიმართვას მთავრობისადმი. ეს იქნება არა მარტო მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება, არამედ მოვლენათა განვითარების ჩვენეული ხედვა.

მიმართვა დეკემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.

მანამდე კი, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პოზიციას, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე გავაკეთეთ.

დღეს  მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება:

1. მოწვეულ იქნან უცხოელი ექსპერტები და მათ შეისწავლონ - საქართველო აყვავდა, როგორც ამას სააკაშვილი და მისი მფარველები ამბობენ, თუ დაიქცა, როგორც ამას ართველი მეცნიერებისა და ექსპერტების დასკვნები ამტკიცებენ;
2.მოხდესნაციონალური მოძრაობისპოლიტიკური გასამართლება. არ ვგულისხმობთ ვინმეს მიმართ რეპრესიული ზომების მიღებას, ვგულისხმობთ პოლიტიკურ სასამართლოს -ნაცმოძრაობიდეოლოგიურ გაასამართლებ. შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით.
3.აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში, ან ჩატარდეს საერთო-სახალხო რეფერენდუმი იმავე მიზნით.

არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო ადასტურებს ჩვენი პოზიციების სისწორეს.


„ქართულ-ოსური მისიის“ სხდომა
2012 წლის 8 დეკემბერი





No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები