დღეს, 10 დეკემბერს, „ქართულ-ოსური მისიის“
თავმჯდომარის, ბატონ რეზო ამაშუკელის სახელზე საქართველოს მთავარი პროკურატურიდან
მოვიდა პასუხი ჩვენს მიერ 28 ნოემბერს გაგზავნილ წერილზე. მთავარმა პროკურატურამ
დაიწყო საქმის წარმოება გაზეთ „ასავალ-დასავალში“
(19-26 ნოემბერი)
გამოქვეყნებული გოჩა ძასოხოვის
მიმართვაში ჩამოყალიბებულ ფაქტებთან დაკავშირებით.
წერილს ხელს აწერს საქართველოს მთავარი
პროკურატურის შსს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის
სამმართველოს უფროსი, ბატონი თამაზ მებონია.
ბატონ გოჩა ძასოხოვის წერილში მოყვანილი
ფაქტების შესწავლას აწარმოებს ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე, ბატონი ალექსანდრე
იმედაშვილი.
„ქართულ-ოსური მისიის“ მდივანი
მარინა კაჟაშვილი
2012 წლის 10 დეკემბერი
საკონტაქტო ტელეფონი: 571 67 84 54
გამოხმაურება
გამოხმაურება
No comments:
Post a Comment