Nov 27, 2012

(newspress.ge)„ქართულ-ოსური მისია“ გოჩა ძასოხოვისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებას ითხოვს





„ქართულ-ოსური მისია“ „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტის გოჩა ძასოხოვისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. 
ორგანიზაციის დამფუძნებლებმა საქართველოს მთავარი პროკურორის სახელზე სპეციალური სასარჩელო განცხადება შეიტანეს, სადაც ისინი ძასოხოვის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტების გამოძიებას ითხოვენ.

პარალელურად, „ქართულ-ოსური მისია“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიასაც მიმართავს.
„ მოვითხოვთ გამოძიებულ იქნას გაზეთებისა და თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული, საქართველოს მოსახლეობისადმი „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტის მიმართვაში წარმოდგენილი ფაქტები.
ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისათვის მართლაც შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების შეთავაზებაზე უარის გამო, ცნობილ ბიზნესმენსა და მეცენატს, პიროვნებას, რომელსაც გმირს ეძახდნენ - თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, კეზერაშვილის კაბინეტში უცხადებენ განაჩენს: „გადააფორმე შენი ბიზნესი ჯოზეფ ქეიზე“, შემდგომ მოქმედებაში მოჰყავთ ბრალდებისა და სიცრუის მანქანა - ართმევენ ყველაფერს, აკოტრებენ, იძულებულს ხდიან დატოვოს ქვეყანა და დაუსწრებლად ასამართლებენ. სწორედ ამის გამო, „ქართულ -ოსური მისია“ საქართველოს პარლამენტისაგან, გოჩა ძასოხოვისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებას ვითხოვთ“ - ნათქვამია მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიმართვას ხელს „ქართულ-ოსური მისიის“ თავმჯდომარე, პოეტი რეზო ამაშუკელი და მისიის 20 წევრი აწერს. 

წყარო: http://www.newspress.ge/politika/17612-qarthul-osuri-misia-gocha-dzasokhovisthvis-politikuri-devnilis-statusis-minitcebas-ithkhovs.html

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები