Nov 27, 2012

TRX7-NEWS „ქართულ-ოსური მისია“ – ვითხოვთ სიმართლის დადგენას




ქართულ-ოსური მისიისდამფუძნებლებმა  სასარჩელო განცხადება შეიტანეს საქართველოს მთავარი პროკურორის, ბატონი არჩილ კბილაშვილის და პარალელურად, თხოვნით მიმართეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ეკატერინე ბესელიას.
ისინი მოითხოვენ გამოძიებულ იქნას გაზეთებისა და თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული, საქართველოს მოსახლეობისადმი  „საქართველოს ხალხთა   ასამბლეისპრეზიდენტის ბატონ გოჩა ძასოხოვის  მიმართვაში წარმოდგენილი ფაქტები.

ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისათვის მართლაც, შემაშფოთებელი, და დამაფიქრებელია, – აღინიშნა მისიის დამფუძნებელთა სხდომაზე, რომ სააკაშვილის ხელისუფლების შეთავაზებაზე უარის გამო, ცნობილ ბიზნესმენსა და მეცენატს, პიროვნებას, რომელსაც გმირს ეძახდნენ  – თავდაცვის მინისტრისკეზერაშვილის კაბინეტში უცხადებენ განაჩენს: „გადააფორმე შენი ბიზნესი ჯოზეფ ქეიზე“,  შემდგომ მოქმედებაში მოჰყავთ ბრალდებისა და სიცრუის მანქანაართმევენ ყველაფერს, აკოტრებენ, იძულებულს ხდიან დატოვოს ქვეყანა, დაუსწრებლად ასამართლებენ“ .სრულად>>>
სწორედ ამის გამო ითხოვენ მისიის დამფუძნებლები საქართველოს პარლამენტისაგან, რომ ბატონ გოჩა ძასოხოვს მიენიჭოს პოლიტიკური დევნილის სტატუსი.
წერილს ხელს აწერენქართულ-ოსური მისიისთავმჯდომარე, ცნობილი პოეტი და მოღვაწე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი- ბატონი რეზო ამაშუკელი და მისიის 20 წევრი, რომელთა შორის არიან საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებები: მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში რომან რურუა, საქართველოს სახალხო არტისტი დიმა ჯაიანი, პროფესორები მერაბ ჯიბლაძე და რობერტ ბაბლიძე,პარტიათეთრებისლიდერი თემურ შაშიაშვილი,   პოლიტემიგრანტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის SGFM-ის გერმანული სექციის წევრი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი შალვა წიკლაური, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოსტა ხეთაგუროვის პრემიის ლაურეატი გიორგი ავსაჯანიშვილი, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საავტორო სკოლის დამფუძნებელი- ინესა იამანიძე, საქართველოს კაზაკთა უმაღლესი ატამანიაფხაზეთიდან დევნილი- ვასილ კადენეცი, მისიის თანათავმჯდომარე კულტურის დამსახურებული მოღვაწე ფერდინანდ ლორთქიფანიძე, პოეტი -ნათია ავსაჯანიშვილი, მსახიობები ლილი და ნანა ხურითები, ჟურნალისტები შორენა დარჩია, თამაზ ჭეიშვილი, ნარგიზა ლომთაძე, ცხინვალიდან დევნილებიპედაგოგმა, ცხინვალის ადმინისტრაციის ყოფილი იუსტიციის მინისტრი მარინა კაჟაშვილი, ნონა ხუბულოვი.
მხარდაჭერის წერილებს ხელი მოაწერა სასულიერო პირმა , მისიის დამფუძნებელმა მამა ელიზბარმა
ქართულ-ოსური მისიის
პრეს -ცენტრი

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები