Nov 27, 2012

(GHN)"ქართულ-ოსური მისიის" დამფუძნებლები გოჩა ძასოხოვის საქმის გამოძიებას ითხოვენ





„ქართულ-ოსური მისიის" დამფუძნებლები გოძა ძასოხოვის საქმის გამოძიებას ითხოვენ და სიმართლის დადგენის მიზნით მთავარი პროკურორს არჩილ კბილაშვილს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას მიმართავენ.
„ქართულ-ოსური მისიის" დამფუძნებლები მოითხოვენ გამოძიებულ იქნას გაზეთებისა და თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული, საქართველოს მოსახლეობისადმი „საქართველოს ხალხთა ასამბლეის" პრეზიდენტის ბატონ გოჩა ძასოხოვის მიმართვაში წარმოდგენილი ფაქტები.

„ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისათვის მართლაც, შემაშფოთებელი, და დამაფიქრებელია, - აღინიშნა მისიის დამფუძნებელთა სხდომაზე, რომ სააკაშვილის ხელისუფლების შეთავაზებაზე უარის გამო, ცნობილ ბიზნესმენსა და მეცენატს, პიროვნებას, რომელსაც გმირს ეძახდნენ - თავდაცვის მინისტრის, კეზერაშვილის კაბინეტში უცხადებენ განაჩენს: „გადააფორმე შენი ბიზნესი ჯოზეფ ქეიზე", შემდგომ მოქმედებაში მოჰყავთ ბრალდებისა და სიცრუის მანქანა - ართმევენ ყველაფერს, აკოტრებენ, იძულებულს ხდიან დატოვოს ქვეყანა, დაუსწრებლად ასამართლებენ", - აცხადებენ „ქართულ-ოსური მისიის" დამფუძნებლები.
მისიის დამფუძნებლები საქართველოს პარლამენტისაგან მოითხოვენ, რომ გოჩა ძასოხოვს მიენიჭოს პოლიტიკური დევნილის სტატუსი.

წერილს ხელს აწერენ „ქართულ-ოსური მისიის" თავმჯდომარე, ცნობილი პოეტი და მოღვაწე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი- ბატონი რეზო ამაშუკელი და მისიის 20 წევრი, რომელთა შორის არიან საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებები: მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში - რომან რურუა, საქართველოს სახალხო არტისტი - დიმა ჯაიანი, პროფესორები - მერაბ ჯიბლაძე და რობერტ ბაბლიძე, პარტია „თეთრების" ლიდერი - თემურ შაშიაშვილი, პოლიტემიგრანტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის SGFM-ის გერმანული სექციის წევრი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი - შალვა წიკლაური, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოსტა ხეთაგუროვის პრემიის ლაურეატი - გიორგი ავსაჯანიშვილი, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საავტორო სკოლის დამფუძნებელი- ინესა იამანიძე, საქართველოს კაზაკთა უმაღლესი ატამანი, აფხაზეთიდან დევნილი- ვასილ კადენეცი, მისიის თანათავმჯდომარე კულტურის დამსახურებული მოღვაწე - ფერდინანდ ლორთქიფანიძე, პოეტი -ნათია ავსაჯანიშვილი, მსახიობები - ლილი და ნანა ხურითები, ჟურნალისტები - შორენა დარჩია, თამაზ ჭეიშვილი, ნარგიზა ლომთაძე, ცხინვალიდან დევნილები - პედაგოგმა, ცხინვალის ადმინისტრაციის ყოფილი იუსტიციის მინისტრი მარინა კაჟაშვილი, ნონა ხუბულოვი. 

მხარდაჭერის წერილებს ხელი მოაწერა სასულიერო პირმა , მისიის დამფუძნებელმა - მამა ელიზბარმა

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები