Apr 5, 2013

,,ქართულ-ოსური მისია'', შეხვდა სასჯელაღსრულების,პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმომადგენლებს

   
სახალხო დიპლომატიურმა ორგანიზაციამ ,,ქარ
ულ-ოსურმა მისიამ'' რომლის თავმჯდომარეც  ყველასათვის ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პოეტი- რეზო ამაშუკელია, სულ ცოტა ხნის წინ თხოვნით მიმართა  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა მინისტრს ბატონ სოზარ სუბარს შეხვედრისათვის და იმ მნიშვნელოვანი საკითხის გარკვევისათვის, რასაც  ოსი  და აფხაზი ანუ ოსეთიდან და აფხაზეთიდან პატიმრების საკითხი ჰქვია, რომლებიც ქართულ ციხეებში იხდიან სასჯელს.  ამ თხოვნას მოჰყვა შედეგი და სწორედ  4 აპრილს  ედგა შეხვედრა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ორივე მხარემ განიხილა  ოსი და აფხაზი პატიმრების საკითხი. პატიმართა რაოდენობა ძალზედ დიდია , მისია ამ რიცხვის დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს, რამეუ ჯერ კიდევ გადასამოწმებელია და დასაზუსტებელია მათი რაოდენობა, რომ ისინი არ იქნენ შერეულნი იმ პატიმართა სიაში , რომლებიც კონფლიქტის ზონიდან დევნილის სტატუსით არიან, რამეთუ თითოეულ დევნილს პირადობის დამადასტრებელ მოწმობაში უწერია დაბადებისა და რეგისტრაციის  ადგილად კონფლიქტის მხარის რაიონები.

       ,,ქართულ-ოსურმა მისიამ'' სამინისტროს წარმომადგენლებს შესთავაზა სააღდგომოდ ამ მსჯავრდებულების ერთობლივი მონახულება, ასევე ამ დღესასწაულთან დაკავშირებით სატელეფონო ხიდი მათ ახლობლებთან და ბოლოს მათი  გადაცვლა  ცხინვალის იზოლატორში  მყოფ ქართველ პატიმრებზე. თუმცა გვინდა გამცნოთ, რომ ოსურმა მხარემ ეს ჰუმანური ნაბიჯი ჩვენზე ადრე გადადგა  და გამოუშვა ორი მსჯავრდებული ცხინვალის იზოლატორიდან. ბევრად უკეთესი იქნებოდა პირველები ჩვენ  ვყოფილიყავით  მაგალითის მიმცემნი, თუმცა ინიციატივა ქართული მხარიდან მოდიოდა , მაგრამ რატომღაც საქართველოს წესად აქვს პროცესების  გაჭიანურება და ჩვენს ინიციატივებს სხვებს ვუთმობთ.  

   ,,ქართულ-ოსური მისია'' თხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას და სთხოვს მხარში დგომას ამ დიდ საქმეი. ეს იქნება უდიდესი გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მხრიდან, ორ მხარეს ორის ურთიერთობის  დათბობის, ყინულის ლღობისა და ორ ერს შორის კვლავ  ნდობისა და სიყვარულის აღდგენისათვის.

    ,,ქართულ-ოსური მისიის '' მოსაზრებით  ამ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საქმეში უნდა ჩაერთოს როგორც სამთავრობო , ისე არასამთავრობო სექტორი, ასევე პოზიცია  და ოპოზიციაც. მინისტრის მოადგილემ- სოფიო ჯაფარიძემ და სამინისტროს მაღალჩინოსნებმა აღგვითქვეს დახმარება შესაძლებლობებისა და  კანონიერების ფარგლებში. 

    აღნიშნულ შეხვედრაზე  ,,ქართულ-ოსური მისიის'' მხარეს წარმოადგენდნენ: მისიის ანათავმჯდომარე ფერდინანდ ლორთქიფანიძე, მისიის პასუხისმგებელი მდივანი მარინა კაჟაშვილი, მსოფლიოს მრავალგზის,ოლიმპიური, ევროპისა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი -რომან რურუა, რომელმაც მეტად საინტერესო საკითხი დააყენა და უკმაყოფილება გამოთქვა  4 აპრილს  საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში განხილულ კანონში,,ოკუპაციის ''შესახებ. სადაც ნათქვამია რომ მოქალაქე ,რომელიც დაარღვევს კანონს,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ'' 400 ლარით დაჯარიმდება ანუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ჩაანაცვლა ადმინისტრაციულმა სასჯელმა, პირველ ეტაპზე მხოლოდ.

    ასევე შეხვედრას ესწრებოდა საქართველოსა და გერმანიის მოქალაქე შალვა წიკლაური, რომელიც ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის  EGFM.-ის გერმანული სექციის წევრია და მოვლინებულია  გერმანიიდან საქართველოში იმ საკითხების შესასწავლად, რომელიც ადამიანთა უფლებების დაცვას ეხება.

     ასევე  ესწრებოდა საავტორო სკოლის დამფუძნებელი ინესა იამანიძე, საქართველოს კაზაკთა უმაღლესი ატამანი, გენერალ -ლეიტენანტი ვასილ კადინეცი, ოსი ეროვნების გიორგი გაგლოევი და სხვები.

    ამ ეტაპზე პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ,,ქართულ-ოსური მისია'' იმედოვნებს , რომ ყველა ერთად შევძლებთ იმ დიდი საქმის გაკეთებას, რასაც ქართულ-ოსურ-აფხაზური ურთიერთობების დალაგება ჰქვია, რამეთუ ყველა პატრიოტი ქართველის უდიდესი სურვილია ერთხელ და სამუდამოდ დაისადგუროს ჩვენს სამშობლოში მშვიდობამ. 

04.04.2013.

,,ქართულ-ოსური მისიის'' პრესცენტრი

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები