Apr 6, 2013

მარინა კაჟაშვილი: ,,გაიხსნას და ამოქმედდეს რუსეთის სახელმწიფოს საელჩო საქართველოში'' ...



          26 იანვარს საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა ...
        ილია მეორე რუსეთში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის მიწვევით 5-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ძირითადი მიზეზი, უწმინდესის დაჯილდოება იყო. ილია მეორე "მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის ფონდმა" სპეციალური პრემიით დააჯილდოვა.
          სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დარწმუნებულია, რომ საქართველო დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს.
      "დარწმუნებულნი ვართ, რომ ღვთის შეწევნით, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში და რა თქმა უნდა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბრძენი და მამაცი ხალხის დახმარებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი იქნება ყველასთვის",
- ბრძანა ილია მეორემ მოსკოვში, მართლმადიდებელი ერების ერთიანობის ფონდის დაჯილდოების ცერემონიაზე.
       ,,ქართულ-ოსური '' მისიის სახელით  მადლობა გვინდა გადავუხადოთ რუსეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელობას, საქართველოს პატრიარქისა და თანმხლები დელეგაციის   მიმართ, ასეთი გულთბილი  დღეებისა და მასპინძლობისათვის.         არ გავუშვათ რუსეთთან შერიგების ეს შანსი  ხელიდან და ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ მეზობელ მართლმადიდებლურ ქვეყანასთან შესარიგებლად!
         აქვე მოგახსენებთ ,  რომ როგორც 23  წლის ვეტერანი  დევნილობით დაღლილი, გამოვდივარ ინიციატივით და მხარს ვუჭერ, რათა დროულად  გაიხსნას და ამოქმედდეს საქართველოში რუსეთის სახელმწიფოს საელჩო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დაიხურა და   რომლის მუშაობასაც დღეს შვეიცარიის საელჩოში განთავსებული ,  რუსეთის ინტერესების სექცია ითავსებს.  ჩვენი ვალია ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე და გავუადვილოთ მათ  სავიზო რეჟიმთან არსებული საკითხების მოგვარება!
       ჩვენს მიერ დადებითად წინ  გადადგმული ნაბიჯები ხელს შეუწყობს ქართულ-ოსური ურთიერთობების დარეგულირებას, რომელიც ხელოვნური სცენების ფონზე ბოლო წლების განმავლობაში სასტიკად დაიძაბა.

''ქართულ-ოსური მისია''
(გამეორება)

06.04.2013.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები