Apr 8, 2013

მარინა კაჟაშვილი: მიხეილ სააკაშვილი კანონს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ'' ვეტოს ვერ დაადებს!


,,ქართულ-ოსური მისია'' ეხმაურება იმ სტატიას , რომელიც ინტერნეტსივრცეში 05.04.2013 წელს გავრცელდა სათაურით ,,პრეზიდენტმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ'' კანონს შესაძლებელია ვეტო დაადოს.''
კანონს  რომელიც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით ცვლილებები "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში და მასთან ერთად, "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა" და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარ-ღვევათა კოდექსში" შევიდა.
აღნიშნულ კანონთან მიმართებაში, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უმცირესობის დეპუტატი ირმა ნადირაშვილი საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს ,  რომ შესაძლებელია პრეზიდენტმა ვეტო დაადოს ,,ოკუპაციის'' კანონს.
   საქართველოს პარლამენტი და პარლამენტარები წლებია ისეთ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ისეთ ჩასწორებებს ახდენდნენ  კანონთა სხვადასხვა მუხლებში, სადაც ქართველი საზოგადოების აზრი გაუთვალისწინებელი იყო. სწორედ ამ თავნებობამ მიიყვანა საქართველო დღეს ამ საოცარ რეალობამდე: მჩქეფარე შადრევნები,ნაირფერად შეღებილი სახლები, ავტობანები და მშიერი, დაავადმყოფებული, წელში გატეხილი, გაღატაკებული ადამიანები, ქართველებისაგან დაცლილი ქვეყანა, ათასობით დევნილი ოჯახი,  უამრავი დაღუპული ახალგაზრდა ჯარისკაცი და შავძაძებში გამოხვეული დედები...

    დევნილი მოსახლეობის  მოსაზრებით, 1990 წლის იანვრიდან მოყოლებული, კანონს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ'' ვეტო ადევს და არც არავინ ფიქრობს ,რომ ვითარება ორ მხარეს ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის დააბალანსოს.          სხვისი ტკივილი ადვილად ასატანია, მაგრამ იქნებ იფიქროთ იმაზე , თუ რა მძიმე, რთული და ძნელად გასავლელი გზა გამოვიარეთ დევნილებმა 23 წლის განმავლობაში. უამრავი  დევნილი ოჯახი დღემდე სასტუმროს პატარა ოთახებში რჩება და მათი მომკითხველი ორ ათეულ წელზე მეტია არავინ ყოფილა. იმედის სხივიც კი ჩაქრა მათ თვალებში ...
     ,, ქართულ-ოსური მისია '' და ათასობით დევნილი ოჯახები ვაცხადებთ, რომ ვერავინ ვერ გაბედავს და ვერ დაადებს ვეტოს, კანონს ,,ოკუპაციის '' შესახებ! ეს კანონი ლიბერალური უნდა გახდეს იმ ჩვეულებრივი ადამიანებისათვის ვისაც ოკუპაციაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის და უნდა გაიხსნას საზღვრები. ერთხელ და სამუდამოდ გაიაზრეთ, რომ 23 წლის შემდგომ  ხმამაღლა გვაქვს ხმის ამოღების უფლება დევნილებს და გვენატრება ჩვენი დაბადების ადგილები, მამაპამათა  წლობით მიტოვებული საფლავები -  უსულ-გულოებო!
რაც შეეხება ოკუპანტებს და მათ ხელშემწყობებს საქართველოში, საზღვრებს ახლოს არ გავაკარებთ, ამის პირობას ვიძლევით დევნილი მოსახლეობა. შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი და ასევე  ამოქმედდება მთელი სიმკაცრით სასაზღვრო მაკონტროლებელი სისტემა. თითოეული მოქალაქე საზღვრის გადამკვეთი უმკაცრესად გაკონტროლდება!
23 წელი იყო ისი დიდი დრო, ოთხი ხელისუფლების ჩინოვნიკებისათვის ,რომ როგორმე , რამენაირად იოტისოდენა ნაბიჯი გადაედგათ დევნილთა სასარგებლოდ, ერთი ოჯახი მაინც დაებრუნებინათ საკუთარ კერაზე, პირიქით ხელოვნური ომები და დევნილთა მხრებზე გამდიდრებული ჩინოვნიკები და ერთეული ადამიანების გასამდიდრებელი პროექტების რეალიზება.
 რაც შეეხება ახალ მთავრობას, მივმართავთ თხოვნით რათა აღნიშნული კანონის განხილვისას გაითვალისწინონ ,,ქართულ-ოსური მისიისა'' და დევნილი ხალხის მოთხოვნა - გაუქმდეს საზღვრის გადამკვეთ-გადმომკვეთზე, როგორც სისიხლისსამართლებრივი ასევე ადმინისტრაციული სასჯელი!
ამოქმედეს თავისუფალი მიმოსვლა.თუკი საქართველოში ადვილად დაპარპაშებენ ყველა რჯულის ადამიანები, იმათმა რა დააშავეს ვისთან ერთადაც საუკუნეები მოვდივართ და ნათესაობა და ძმობა გვაკავშირებს. ჩვენი ურთიერთობები საუკუნეებს ითვლიდა, მაგრამ მავანმა წყალი აამღვრია ჩვენს შორის...
   იქნებ და  კიდევ ჩაფიქრებული აქვთ რაიმე სპექტაკლების გათამაშება მავანთ?
   გაგვცენ ამ და სხვა უამრავ კითხვებზე ვიმემ პასუხი, ვისაც თავი დიდ რამედ წარმოუდგენია ან საზოგადოებრივ და ან პოლიტიკურ ცხოვრებში!

 ,,ქართულ-ოსური მისია''

08.04.2013.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები