Apr 11, 2013

ივანიშვილი: „ჩვენ უნდა დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობა“


E-mailPrint
1-biZ-saqr-rusსაქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. საქართველომ რუსეთთან ურთიერთობის განვითარება ისე უნდა შეძლოს, რომ, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესები დაიცვას და, ამავე დროს, შეინარჩუნოს მჭიდრო თანამშრომლობა თურქეთსა და აზერბაიჯანთან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა  ცენტრალური ტელეარხებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
"ჩვენ უნდა დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობაიმედიარუსეთის ბიზნესის დიდი ინტერესი იქნება საქართველოში და ისინი განახორციელებენ ინვესტიციებს სხვადასხვა სფეროშიპრობლემაა პროექტების სიმწირე
არ არის დიდი არჩევანისადგავაკეთოთ ინვესტიციამაგრამ ბაზარი ამასაც თავად გადაწყვეტს“, - აღნიშნა ივანიშვილმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების პარალელურად ნატოსთან ურთიერთობის თემასაც შეეხო.
,,როდესაც მე ვგულისხმობ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, მახსენებენ ნატოს და მეკითხებიან, როგორ შეიძლება. ყველაფერიც შესაძლებელია, უამრავმა ქვეყანამ მოახერხა ნატოში გაწევრება და რუსეთთან ურთიერთობაც არ დაუძაბავს, ჩვენც აუცილებლად მოვახერხებთ. პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები