Apr 4, 2013

პარლამენტი დღეს ოკუპაციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს



პარლამენტი დღეს ოკუპაციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს პარლამენტი დღეს ოკუპაციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით ცვლილებები "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში და მასთან ერთად, "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა" და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის. 
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, პირის მიერ პირველ ჯერზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი სანქციის ნაცვლად, ადმინისტრაციული წესით განისაზღვრება. 
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის კი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ასეთი ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა. გარდა ამისა, განისაზღვრება, რომ კანონით აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის სპეციალურ თანხმობას საქართველოს მთავრობა გასცემს. ასეთი თანხმობა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება გაცემულ იქნეს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლამდე, ისე შესვლის შემდეგ. 
კანონპროექტით, აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისთვის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის სპეციალური თანხმობის გარეშე შევიდა/შევა აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის სპეციალურ თანხმობას მიიღებს. 
09:01 04-04-2013

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები