Mar 30, 2013

ჩვენ თანახმა ვართ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოვიღოთ



რუსეთი მზადაა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შემოიღოს და დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს.
 
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული ინტერნეტ გამოცემა „როზბალტი" და „რიანოვოსწი" ქართულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
 „ჩვენ ვიყავით და ვართ დაინტერესებული რუს და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის გამყარებით. ჩვენ თანახმა ვართ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოვიღოთ. ამისათვის აუცილებელია ქართულმა მხარემ საიმედო სამართლებრივი პირობები უზრუნველყოს, რაც საქართველოში ჩასულ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფს. ჩვენ ასევე ვთავაზობთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას."- განაცხადა ლუკაშევიჩმა. 

23 მარტი, 2013

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები