Apr 15, 2013

მარინა კაჟაშვილი: ,,პასუხი თომას ჰამერბერგს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების შესახებ''



2008 წლის აგვისტოს ომის თემასთან ატეხილი აჟიოტაჟს მეც, როგორც ერთერთი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონელი  და ცხინვალიდან 23 წლის დევნილი, რომლის თვალწინაც გაირბინა  თვითოეულმა დეტალმა კინოფირივით, რომელიც ქართულ-ოსურ კონფლიქტს უკავშირდება, თავს უფლება არ მივეცი  სიჩუმისათვის და მეც გამოვეხმაურე ჩემი სტატიით  გაზეთ ,,ახალ თაობაში''  სახელწოდებით ,, მარინა კაჟაშვილი: ღიირს კია  2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება?" , სადაც ხაზს ვუსმევ იმ გარემოებას, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით თვითოეულმა საღად მოაზროვნე ადამიანმა იცის თუ რაც მოხდა, იცის ომის მიზეზები, მიზნები და შედეგებიც, რომელიც დრომ დაგვანახა ყველას, მაგრამ იმის გამო რომ აღნიშნული საკითხის გამოძიება ,უამრავ იმ ადამიანს, რომლებმაც შვილები შესწირეს ამ ომს  ისევ დიდ ტკივილს  მოუტანდა, ასევე აგორდებოდა სკანდალი არა მარტო საქართველოში ახალ და  ძველ ხელისუფლებას შორის, არამედ  უცხოურ  დიდ სახელმწიფოებს შორისაც, როდესაც ისევ ჩვენ, როგორც პატარა სახელმწიფო   სამიზნე  გავხდებოდით, მიზანშეწონილად არ ჩავთვალე . მიუხედავად იმისა, რომ ამ ომთან დაკავშირებით

რამოდენიმე საკითხზე გავამახვილე ყურადღება  მაინც დიდად არ მქონდა სურვილი ამ ომის გამოძიებისა, რომელიც ურთულესი და ხანგრძლივი  არასასიამოვნო პროცესი იქნებოდა.
 ჩემს  მიერ  ინტერნეტსივრცეში  ,,ქართულ-ოსური მისიის'' ვებ გვერდზე, ( ჩვენს ინტერნეტ საიტს ყოველდღიური უამრავი მკითხველი ყავს როგორც ამერიკიდან და ევროპიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. როგორც ჩანს დაინტერესება  დიდია.)  http://megobrobismisia2012.blogspot.com   გავრცელებულ სტატიაში  ჩემთვის გაუგებარი  რამოდენიმე  კითხვის პასუხიც მივიღე, როგორც ამერიკელი ისე ევროპელი წარმომადგენლების მხრიდან მათ სატელევიზიო  გამოსვლებში.

მაგალითად,  ამერიკელი პოლიტოლოგის პოლ გობლის სატელევიზიო ჩართვაში ტელეკომპანია ,,იმედთან', სადაც მან განაცხადა , რომ ,,2008 წლის აგვისტროს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ცუდი სამეზობლო ჰყავს.
ამერიკელი პოლიტოლოგის თქმით,  ერთ-ერთი შეცდომა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაუშვა  არის ის, რომ მან ვერ განსაზღვრა რამდენად შეიცვალა მსოფლიო1991 წლის შემდეგ.
"ჩემი აზრით, ერთ-ერთი ძირითადი შეცდომა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაუშვა  იყო ის, რომ მან ვერ გაითვალისწინა თუ რამდენად შეიცვალა მსოფლიო 1991 წლის შემდეგ და ეგონა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს მხარს ისე დაუჭერდა, როგორც ეს დასავლეთ გერმანიასთან მიმართებაში გააკეთა. ქვეყანამ, რომელიც ისეთი დიდი სახელმწიფოს მეზობელი, როგორიც რუსეთის ფედერაციაა რაღაც გამოსავალი უნდა გამონახოს. ეს არ ნიშნავს, რომ ურთიერთობები ყოველთვის თბილი და სასიამოვნო იქნება, მაგრამ შეცდომაა იმაზე ფიქრი, რომ საქართველო მოიგებს რუსეთთან მუდმივ დაპირისპირებას".
პოლ გობლის აზრით, შესაძლებელი იყო აგვისტოს მოვლენების თავიდან არიდება და ეს სწორი პოლიტიკური ბალანსით უნდა გაკეთებულიყო.''
წყარო ,,საქართველო და მსოფლიო''   13 04 2013 17:45:16 .
       ასევე საკუთარი შეხედულებები  2008 აგვისტოს ომთაან მიმართებაში, ჩამოაყალიბა ევროკავშირის სპეციალურიმა წარმომადგენელმა  ადამიანის უფლებების საკითხებში, თომას ჰამერბერგმა   თავის სტატიაში შემდეგი სახელწოდებით ,, ყველა უნდა დაიკითხოს, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომზე რაიმე ინფორმაციას ფლობს-თომას ჰამერბერგი'', სადაც იგი მიიჩნევს, რომ რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებამ ბევრი გაუგებრობა და მცდარი ინფორმაციების გავრცელება გამოიწვია. მისი განცხადებით, ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოები იკვლევს არა იმას, თუ ვინ და როგორ დაიწყო ომი, არამედ იმას, რამდენად დაირღვა ადამიანის უფლებები.
„2008 წლის შემდეგ, 1-2 თვეში, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგის სასამართლოში შევიდა საჩივრები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებს შეეხებოდა - მათ შორის ტყვეების უფლებების. სწორედ ამ საჩივრების საფუძველზე, ორივე სასამართლომ დაიწყო მოკვლევა, ჰქონდა თუ არა ადგილი ადამიანის უფლებათა დარღვევას ომის დროს საქართველოში. ისინი იკვლევენ ეთნიკური წმენდის, წამების, უხეში და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს და არა იმას, თუ ვინ და როგორ დაიწყო ომი. ომის დროს ორივე მხარემ დაარღვია ადამიანის უფლებები და სასიხარულოა, რომ ამის შესწავლა მიდის“, - განაცხადა ჰამერბერგმა და დასძინა, რომ მისთვის ცნობილია საქართველოს პროკურატურაში დაწყებული გამოძიების შესახებ და უნდა დაიკითხოს ყველა, ვინც 2008 წლის ომის შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობს.

         ჩემის მოსაზრებით,რადგან ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებების საკითხებში, თომას ჰამერბერგი  მიიჩნევს  და დაჟინებული სურვილია ,2008 წლის აგვისტოს ომის  გამოძიების ჩვენ მათ სულვილს წინ ვერ აღვუდგებით და დავეხმარებით გამოძიებაში არა ცალსახად, როგორც ის აღნიშნავს, რომ იმას კი არ გამოიძიებენ თუ ვინ და რატომ დაიწყო აგვისტოს ომი, არამედ იმას დაირღვა თუ არა ადამიანების, ტყვეების უფლებები ამ ომში.
      მე მას მოწიწებით და  დიდი პატივისცემით ვუპასუხებ, როგორც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ნამუშევარი , თვითმხილველი ყველა პროცესისა და 23 წლის დევნილი, რომელმა წლებმაც დიდ და პროფესიონალ, მაგრამ არააქტიურ  პოლიტიკოსად მაქცია, ჩვენ დავეხმარებით გამოძიებას სწორ მიმართულებაში.
არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების,    რომელსაც  დიდი გამოძიება არ სჭირდება , რამეთუ ომს დაუწერელი კანონები აქვს და ომის  მსვლელობის პროცესში თვითოეული ადამიანის უფლება ირღვევა, ორივე მხრიდან. განა ათასობით დევნილი ოჯახები, არ მოწმობს იმას , რომ მათი უფლებები დაირღვა?  უამრავი ჯარისკაცი რომელიც დღემდე დაკარგულად ცხადდება და ამის სიებს ვადგენთ ჩვენ ,,ქართულ-ოსური მისია'' .

მაგალითად,    შიდა -ქართლიდან- ირაკლი აბრამიშვილი-30 წლის, გორი  , რომელიც ტყვედ ჩავარდა და უკანასკნელი სატელეფონო ზარით, დაჭრილი დედას დახმარებას სთხოვდა, რომელმაც პასუხად თავისი უძლურება უთხრა და დასახმარებლად გადაამისამართა ბატალეონის მეთაურთან, სადაც დიდად  არაფერი სახარბიელო პასუხი არ მიუღია ჯარისკაცს ...ამ საუბრის შემდგომ  ბოლოს დედას სატელეფონო  ზარს, უკვე ჩვენმა ოსმა ძმებმა უპასუხეს და მას მერე ქართველი ახალგაზრდა უგზო-უკვლოდ დაიკარგა  და დღემდე პასუხი უშედეგოა.
ამ და სხვა უამრავი ფაქტის მოძიება შეიძლება.
 მაგრამ აგვისტოს ომის გამოძიების მთავარი კითხვა  და არსი , ქართველი ხალხის ინტერესი იმაში დევს თუ რატომ, რისთვის დაიწყო აგვისტოს ომი? ვის აწყობდა ნახევრადდალაგებული  ქართულ-ოსური ურთიერთობების  ხელახლა გართულება და დემოკრატიის გზაზე შემდგარი  ჩვენი სამშობლოს -საქართველოს ისევ ჩამუხლვა?
   რადგან ჩვენს უცხოელ მეგობრებს სურვილი აქვთ, რომ დაიწყოს გამოძიების პროცესი, მაშინ ჩვენც მივცემთ რჩევებს მათ, რომ არა მხოლოდ პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა დაიკითხოს, არამედ უნდა დაიკითხოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ,,ფილიალი'' სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და მისი  უკან მდგომნიც, რომელნიც უშუალოდ მართავდნენ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონას და ეს ადმინისტრაცია წარმოადგენდა კონფლიქტის ზონის უმაღლეს სამთავრობო რგოლს.
 ეს ის ადმინისტრაცია იყო, რომელიც სამსახურიდან საკუთარ ერთგულ, პატრიოტ, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ თანამშრომლებს, რომელთა მისწრაფებაც მხოლოდ საკუთარ მამულში დაბრუნება იყო, ისეთი ბიოგრაფიით უშვებდა, რომ ამის შემდგომ მისი საზოგადოებრივი მუშაობა და არსებობა წყდებოდა.
პირადად მე 2008 წლის თებერვლის, ადმინისტრაციის სამსახური დატოვების შემდგომ  ყველა სამსახურში მისასვლელი კარი  დამიხურეს! წლებია ასე,  ორჯერ დევნილი,   ცხინვალის  1990 წლის ომში დაღუპულის ოჯახის წევრი, ადმინისტრაციის ჩამოყალიბების პირველივე დღიდან 2006 წლის 12 ნოემბრის  საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის საკუთარ მხრებზე  გადამტანი, პირველი ქალი პოლიტიკოსის სტატუსით, წვერიახოს  კონფლიქტებით დანაღმული, გზის მშვიდობიანად გამნაღმელი, უმუშევარი  დავიარები.
ეს იყო საქართველოს  ,,სახელმწიფო უსაფრთხოების'' უამრავი არაპროფესიონალი თანამშრომლის უპასუხისმგებლობის შედეგი, რომლებიც უამრავ რეალურ  ჯანსაღ პროცესს ვერ აფასებდნენ  ობიექტურად . სწორედ ამის გამო არ მქონდა სურვილი , გამოძიების დაწყების პროცესისა, რომელიც   დაუკავშირდებოდა ძალიან ბევრ ცნობად სახეს და გრძელვადიანი პროცესიც იქნებოდა. თუმცა უნდა დადგეს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის საკითხიც, რას , როგორ და რისთვის აკეთებდნენ, როცა ადმინისტრაციის სამსახურში დასახმარებლად მისულს ერთხელაც დახმარების ხელის გამოწოდება არ შეეძლოთ დევნილისათვის, ადმინისტრაციამ, რომელმაც ხმა არ ამოიღო ცხინვალიდან, კბილებით გამოტანილი ომგამოვლილი  ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის დახურვის თაობაზე, ცხინვალის გაზეთის დახურვის თაობაზე, რომელმა მნიშვნელოვან საკითხებმაც წინასწარ  წლებით ადრე გვამცნეს ადმინისტრაციის მუშაობის უარყოფითი შედეგები.
ადმინისტრაცია, რომელიც მხოლოდ ერთეულების ინტერესების დამცველი იყო! ადმინისტრაცია, რომელმაც საკუთარი დევნილები დაყო ძველ და ახალ დევნილებად, ძველი გასაცოდავებული დევნილები, რომელთაც სახელმწიფოსაგან არაფერი მიუღიათ და ამასთან ერთად არც არანაირი შეღავათი არ ვრცელდება არც ერთ სფეროში მათზე !!!
და დღემდეც კი არ მუშაობენ იმ  დაშვებული შეცდომების გამოსწორების შედეგებზე.
  საკითხავია უნდა არსებობდეს კია  ეს ადმინისტრაცია 2008 წლის  კრახით დამთავრებილი აგვისტოს ომის შემდგომ? იქნებ ამ და უამრავ სხვა კითხვაზე   თვით ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას ეფიქრა...
   ასე რომ,  ჩვენს უცხოელ პარტნიორებს  აგვისტოს ომის გამოძიებაში  ხელს არ შევუშლით, თუმცა ჩემი წინა სტატიის ბოლოს  ვწერ:
 ,,ახლა კი ის დროა ჩვენს ქართულ ისტორიას და ქართველი ერის ავტორიტეტს მოვუფრთხილდეთ.  ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე.
დავემშვიდობოთ სააკაშვილის  მმართველობის ეპოქას  ისე ,როგორც ღირსეულ ერს გვეკადრება, გავუფრთხილდეთ არა პრეზიდენტის გვარ სახელს და პიროვნებას , არამედ საქართველოს პრეზიდენტის ტიტულს, რამეთუ  ჩვენმა  შთამომავლობამ მომავალში ცუდად არ ამოიკითხონ ქართული ისტორიის ფურცლებზე  ქართველი ერის დამოკიდებულება საკუთარი პრეზიდენტების მიმართ , რომელიც  შეხედულებას შეუცვლის წარსულ თაობებზე.''

 ,,ქართულ-ოსური მისიის, პასუხისმგებელი მდივანი,
 სამხრეთ ოსეთის  დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი
 მარინა კაჟაშვილი

15.04.2012.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები