Feb 26, 2013

სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან შეხვედრა შედგა

დღეს, 26 თებერვალს,17.00 საათზე  ,, ქართულ-ოსური მისიის'' დამფუძნებლები  სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, შეხვდნენ  სხვადასხვა საკითხების განსახილველად. კერძოდ „ქართულ-ოსური მისიის“ თავმჯდომარე რეზო ამაშუკელმა წერილით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს  და დახმარება  სთხოვა სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან პატიმართა სიის დაზუსტებაში: ასევე აცნობა, რომ ,,რამდენიმე თვის წინ „საქართველოს ხალხთა ასამბლეამ“ მოგვმართა თხოვნით, დაგვეზუსტებინა პატიმართა სია სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. სამწუხაროდ დღემდე ეს ვერ შევძელით. გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს სია უბრალოდ არ არსებობს და გამოვრიცხოთ ექსპერტთა გარკვეულ წრეებში გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ იგი თითქოს გასაიდუმლოებულია.''
საკითხი  ასევე შეეხო მოსახლეობის გადაადგილების პროცეს ცხინვალისა და სოხუმის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ინციდენტებისას სახალხო დამცველის დაუყოვნებლივ ჩართვას და საქმეზე რეაგირებას. ,,ქართულ-ოსური მისიის დელეგაცია კმაყოფილი დარჩა  ბატონ უჩა ნანუაშვილთან  შეხვედრით , რომელმაც აღგვითქვა დახმარება კანონის შესაბამისად, რისთვისაც ვუხდით კიდევ ერთხელ დიდ მადლობას.

,,ქართულ-ოსური მისია''
26.02.2013.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები