Feb 27, 2013

აშშ-ის ელჩი საქართველოს პატრიარქს შეხვდა

საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და მისი მეუღლე დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საპატრიარქოში მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს "ფეისბუქის" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
"ელჩი ნორლანდი და მისი მეუღლე ეწვივნენ პატრიარქს, მისივე მიწვევით. პატრიარქმა და ელჩმა ისაუბრეს პროგრესზე საქართველოს საშინაო საქმეებში; მთავრობისა და ოპოზიციის მცდელობებზე, მოაგვარონ არსებული დაძაბულობა. პატრიარქმა მოუწოდა საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს, დაეხმარონ ქართველ ხალხს, რათა ქვეყანამ მიაღწიოს ბალანსს სამართლის პოვნასა და შურისძიებას შორის", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
 23:45 26-02-2013

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები