Feb 16, 2013

რუსი სპეციალისტები საქართველოს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ეწვევიან

14:31 16-02-2013
რუსი სპეციალისტები საქართველოს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში   ეწვევიან "როსპოტრებნადზორის" სპეციალისტები საქართველოს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში  ეწვევიან. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. როგორც რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა
გენადი ონიშჩენკომ "ინტერფაქსს" განუცხადა, ქართულმა მხარემ სანიტარული ზედამხედველობის სამსახურს დამატებითი დოკუმენტები უნდა წარუდგინოს. მისი თქმით, ეს ეხება საწარმოებს, რომლებიც მზად არიან რუსეთის ინსპექციის მისაღებად.
"თუ ისინი ორშაბათს მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოგვიდგენენ, ორი დღის განმავლობაში განვიხილავთ, შემდეგ კი, მზად ვიქნებით საქართველოში ჩასასვლელად. თუმცა გამგზავრების თარიღი ჯერ დასაზუსტებელია", - აღნიშნა ონიშჩენკომ.
მისივე განმარტებით, რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა ქართულ მხარეს მანამდე გადასცა 31 საწარმოს სია, რომლებიც მზად არიან, რუსეთის ბაზარზე მინერალური წყალი და ღვინო შეიტანონ. ონიშჩენკოს თქმით, საწარმოებმა ყველა საჭირო დოკუმენტაცია თავის დროზე წარადგინეს, თუმცა, ქართულმა მხარემ ამ სიიდან ექვსი საწარმო ამოიღო და ეს ფაქტი მათი გაუქმებითა და კონტროლის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობით ახსნა.
ამასთან, მან "ინტერფაქსს" განუცხადა, რომ ქართულ მხარესთან უკვე შეთანხმებუ ლია "ინსპექციის მარშრუტი, რომელშიც ყველა მინერალური წყალი, მათ შორის, "ნაბეღლავი" და "ბორჯომი" შევიდა".

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები