Feb 26, 2013

დღეს, ,, ქართულ-ოსური მისიის'' დამფუძნებლები სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს ხვდებიან

დღეს, 26 თებერვალს,17.00 საათზე  ,, ქართულ-ოსური მისიის'' დამფუძნებლები ხვდებიან სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს,  სხვადასხვა საკითხების განსახილველად. კერძოდქართულ-ოსური მისიისთავმჯდომარე რეზო ამაშუკელმა წერილით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს  და დახმარება  სთხოვა სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან პატიმართა სიის დაზუსტებაში: ასევე აცნობა, რომ ,,რამდენიმე თვის წინსაქართველოს ხალხთა ასამბლეამმოგვმართა თხოვნით, დაგვეზუსტებინა პატიმართა სია სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. სამწუხაროდ დღემდე ეს ვერ შევძელით. გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს სია უბრალოდ არ არსებობს და გამოვრიცხოთ ექსპერტთა გარკვეულ წრეებში გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ იგი თითქოს გასაიდუმლოებულია.''

,,ქართულ-ოსური მისია''
26.02.2012.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები