Jan 31, 2013

ზურაბ აბაშიძე - "ჩემი დიალოგის ფარგლებში ტერმინი დსთ საერთოდ არ ყოფილა ნახსენები"


საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დსთ-სთან დაკავშირებით ევდიკიმოვის განცხადების შესახებ ქართული მედიისგან შეიტყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, "წარმოდგენა არა აქვს, საიდან მოიტანა ბატონმა ევდოკიმოვმა ის, რაზეც იგი თავის განცხადებაში საუბრობს".

"ბატონ კარასინთან ჩემი დიალოგის ფარგლებში ტერმინი დსთ საერთოდ არ ყოფილა ნახსენები, შესაბამისად დსთ-ს თემაზე საერთოდ არ გვისაუბრია", - აცხადებს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

მისივე თქმით, იგი შეეცდება, გაარკვიოს, რის საფუძველზე გააკეთა მიხეილ ევდოკიმოვმა განაცხადა და ამის შესახებ უახლოეს მომავალში აცნობებს ქართულ საზოგადოებას.
რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორმა, მიხეილ ევდოკიმოვმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობასთან დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონტაქტები უკვე დაწყებულია.
ამასთან, რუსული მედიის ცნობით, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დსთ-ში დაბრუნება მხოლოდ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის სურვილით უნდა მოხდეს.

საქართველომ დსთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები