Jan 31, 2013

ალექსანდრე ლუკაშევიჩი - მოსკოვი საქართველოსთან დსთ-ში დაბრუნების საკითხს არ განიხილავს



 31-01-2013
ალექსანდრე ლუკაშევიჩი - მოსკოვი საქართველოსთან დსთ-ში დაბრუნების საკითხს არ განიხილავსმოსკოვი საქართველოსთან დსთ-ში დაბრუნების საკითხს არ განიხილავს. რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით , ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სპეციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა, დღეს მოკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
მისივე განმარტებით, ამ თემაზე გახმაურებული ისტორია თავად ჟურნალისტებმა დსთ-ს პირველი დეპარტამენტის ხელმძღვანელ ევდოკიმოვს მიაწერეს.
"მინდა, დაგარწმუნოთ, რომ მოსკოვი საქართველოს დსთ-ში დაბრუნების საკითხს არ განიხილავს. ეს საკითხი თბილისთან ჩვენი კონტაქტების დღის წესრიგში არ არის", - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა. 
მისივე განამარტებით, ევდოკიმოვის მიერ 29 იანვარს გაკეთებული განცახდებები ამ ნაწილში ჟურნალისტების მიერ არასწორად იქნა გაგებული და ინტერპრეტირებული. 
რამდენიმე დღის წინ, რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორის, მიხეილ ევდოკიმოვის განცხადება, რომლის მიხედვით საქართველოს ხელმძღვანელობასთან დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონტაქტები უკვე დაწყებულია.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები