Apr 24, 2013

ბიძინა ივანიშვილი: „ჩემი და ჩვენი გუნდის დიდი ოცნებაა - რუსეთთან, ჩვენს დიდ მეზობელთან ურთიერთობის დალაგება!“


E-mailPrint
1-B1საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. დღეს, თბილისის დროით 14 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით  გამოვიდა, რომელშიც მოკლედ ჩამოაყალიბა საქართველოს ახალი მთავრობის მთავარი მიმართულებები და ამოცანები ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში.
ამის შემდეგ სხვადასხვა დელეგაციის წევრებმა პრემიერს უამრავი შეკითხვა დაუსვეს. საქინფორმი გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს და მათზე ბიძინა ივანიშვილის პასუხებს.
კითხვა: EPP-ის სახელით გაკეთდა განცხადება, ისევე, როგორც ევროპარლამენტის 23 წევრმა მოგწერათ წერილი და მედიის თავისუფლებაზე ამ  საბჭოს გადაწყვეტილებას თქვენ უწოდეთ ტყუილი და სამარცხვინო..

ივანიშვილი: ზოგიერთი გამოთქმა სახალხო პარტიის წარმომადგენლების ან სხვა ევროპული სტრუქტურის თანამშრომლების მხრიდან ძალიან ხშირად ეფუძნებოდა ცალმხრივ ინფორმაციას, რომელსაც ავრცელებდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი იყვნენ დახვეწილი ინფორმაციის გავრცელებაში და ძალიან ხშირად სიცრუეს ავრცელებდნენ, შესაბამისად, ჩემთვის გასაგებია, რატომ ხდებოდა ეს.
… მომავალში, მე ვფიქრობ, რომ ის გაუგებრობები, რაც არსებობდა მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციებზე დაყრდნობით, აღარ იქნება და ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ყველა ევოპრულ პარტიასთან, მათ რიცხვში სახალხო პარტიასთან.
კითხვა: როგორ აპირებს საქართველოს ახალი ხელისუფლება წინა მთავრობასთან შიდა შერიგებას და როგორია თქვენი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ?
ივანიშვილი: საქართველოში მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს და არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაშვებული შერჩევითი სამართალი. ძალიან დიდი აგრესიაა დაგროვილი მოქალაქეებში, საზოგადოებაში და სამართალი აუცილებლად უნდა აღდგეს, თუმცა ეს არ უნდა იყოს მასობრივი, ჩემი აზრით, და არც მოხდება...
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, ჩემი დიდი ოცნებაა და ჩვენი გუნდის, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ და ჩვენს დიდ მეზობელთან დავალაგოთ ურთიერთობები. გარკვეული პროგრესი უკვე გვაქვს სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებში. რაც შეეხება ტერიტორიუული მთლიანობის აღდგენას, მე არა მაქვს იმის ილუზია, რომ ეს შეიძლება სწრაფად განვითარდეს, მაგრამ ჩვენ განუხრელად, დიპლომატიური, მხოლოდ მშვიდობიანი გამონათქვამებით და ქცევით, ნაბიჯ-ნაბიჯ, სწორი ნაბიჯებით აუცილებლად მივიღებთ შედეგს.


No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები